კონტაქტი +995 (32) 2-144-177
მუშაობის საათები ორშ -პარ 8.00 - 18.00

კონკურსი "წიგნის მეგობრები" იწყება!

კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართება 16-დან 24 ნოემბრის ჩათვლით. 48 გუნდიდან 16 საუკეთესო გამოვლინდება, რომელიც მეორე ეტაპზე გადავა და გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ———————- შეგახსენებთ, რომ კონკურსი “წიგნის მეგობრები” დავითიანნისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. აღნიშნული პროექტი საქართველოს საპატრიარქოსა და კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის პატრონაჟით ხორციელდება.

14 ნოემბერს, ხუთშაბათს 15:00სთ-ზე დავითიანნის ოფისში გაიმართება პროექტის ,,დიპლომატიის დღეები დავითიანნში” პირველი ღონისძიება, რომლის თემატიკაც იქნება საფრანგეთის ისტორია, კულტურა და განათლება. ღონისძიების განრიგი: 15:00 -15:35 – საინტერესო ფაქტები საფრანგეთის ისტორიიდან. კერძოდ “ბრეტანის როლი საფრანგეთის ისტორიაში”- ისაუბრებს ლიკა ყავლაშვილი (ქართულ-ფრანგული მეგობრობისა და თანამშრომლობის ასოციაცია „თბილისი-ნანტის“ გამგეობის წევრი 15:35 -16 :20 – საფრანგეთის საელჩოს გაცვლითი პროგრამები და […]

ფილმი – „ შეინარჩუნე რითმი “

კვირას, 10 ნოემბერს 4 საათზე კინოკლუბ „მზესუმზირაში ” გაიმართება ფილმ „ შეინარჩუნე რითმის “ ჩვენება… ფილმის შემდეგ მოხდება განხილვა ” ცეკვავენ ვარსკვლავების ” მონაწილე სალომე ჭაჭუასთან ერთად… გამოშვების წელი: 2006 როლებში: ანტონიო ბანდერასი, ელფრი ვუდარდი, რობ ბრაუნი, იალა დაკოსტა, ჯონ ორტიზი, დანტე ბასკო, ლაურა ბენანტი

ციცი კიკვაძე – ყველაზე შრომისმოყვარე დავითიანნელი

ციცი კიკვაძე – ყველაზე შრომისმოყვარე დავითიანნელი ციცი დავითიანნში რამდენიმე თვის წინ მოვიდა და თავიდანვე აქტიურად ჩაერთო სხვადასხვა პროექტში. ამჟამად დაკავებულია პროექტ „წიგნის მეგობრებისა“ და „დოქტრინა ბიზნეს რევიუს“ საქმიანობით. ციცი არის შრომისმოყვარე და კომუნიკაბელური, ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე და საქმეს თანმიმდევრულად და ორგანიზებულად უძღვება. როგორც მას მეგობრები ახასიათებენ, ის ძალიან მეგობრული, ერთგული და მხიარული ადამიანია. დავითიანნი მასზე […]

სერტიფიკატების გადაცემა გარემოს დაცვის სკოლის მოსწავლეებისთვის

დღეს, კლიმატის კვირეულის გახსნის ცერემონიაზე, დაჯილდოვდნენ დავითიანნის პროექტის “გარემოსდაცვითი განათლება მოსწავლეებისთვის” მონაწილეები. მათ გარემოს დაცვის მინისტრმა – ხათუნა გოგალაძემ, სერტიფიკატები გადასცა. შეგახსენებთ, რომ პროექტი „გარემოსდაცვითი განათლება მოსწავლეებისთვის“ დავითიანნის გარემოსდაცვითი კომიტეტის მიერ ხორციელდებოდა. სულ გაიმართა 10 სამუშაო სემინარი. ყველას, ვინც დაესწრო 8 სამუშაო სემინარს გადაეცა სერტიფიკატი. პროექტი წარმოადგენს არაფორმალური განათლების ხელშეწყობასა და მოსწავლეების გააქტიურებას გარემოსდაცვითი მიმართულებით.

კვირის ფრაზა – დეილ კარნეგი

,,ადამიანი რაც უნდა დამნაშავე იყოს, იგი მზად არის სხვა დაადანაშაულოს, მაგრამ არასოდეს – თავის თავი! გამონაკლისი თითქმის არ არსებობს. გახსოვდეთ, კრიტიკა ფოსტის მტრედსა ჰგავს, რომელიც ყოველთვის უკან გვიბრუნდება.” დეილ კარნეგი

21 ჯამპ სტრიტი

  კვირას , 3 ნოემბერს, 16:00 საათზე კინოკლუბ “მზესუმზირაში” გაიმართება ფილმ „ 21 ჯამპ სტრიტის “ ჩვენება. გამოშვების წელი : 2012 როლებში: ჯონა ჰილი, ჩენინგ ტატუმი, ბრი ლარსონი, დეივ ფრანკო ფილმის შესახებ : ორი ახალბედა პოლიციელი მიდის საიდუმლო დავალებაზე. მათ კიდევ ერთხელ მოუწევთ გახდნენ საშუალო სკოლის მოსწავლეები, რომელშიც წარმატებულად ხარობს ნარკო ვაჭრობა…

ანიმაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დავითიანნის ორგანიზებით თბილისის ზოოპარკში ღონისძიება გაიმართა. სამხატვრო აკადემიის ბავშვებმა ქართული ანიმაციური პერსონაჟებით მოხატეს ზოოპარკის ერთ-ერთი კედელი.

ანიმაციის საერთაშორისო დღე

28 ოქტომბერს თბილისის ზოოპარკში, დავითიანნის ორგანიზებით, გაიმართა ანიმაციის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც 35–მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი დაესწრო. ღონისძიებაზე სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა, ქართული ანიმაციური პერსონაჟებით მოხატეს და გააფორმეს ზოოპარკის ერთ–ერთი კედელი. მოეწყო ხატვის კონკურსი ბავშვებს შორის.

ველოტური რაბათში

25 ოქტომბერს, დავითიანნის ორგანიზებით რაბათის ციხის ტერიტორიიდან მოეწყო ველოტური, სადაც მონაწილეობას იღებდა საქართველოს ოთხი უნივერსიტეტის 40 სტუდენტი. პროექტი ჩატარდა ბავშვთა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, წყაროს წყალი “ბაკურიანის”, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისა და rider’s dream -ის მხარდაჭერით, რომელმაც უზრუნველყო ველოტურის მშვიდობიანად და უსაფრთხოდ ჩატარებს.

ელიას მთა, წმინდა სამების საკათედრო ტაძარი

ორშ -პარ 8.00 – 18.00

სასარგებლო ბმულები

ჩვენ შესახებ

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა დავითიანნი 2007 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II დააფუძნა

 

თვითონ სახელი “დავითიანნი” დაკავშირებულია ორი უდიდესი მეფის მეფე დავით აღმაშენებლისა და დავით მეფსალმუნის სახელთან.