კონტაქტი +995 (32) 2-144-177
მუშაობის საათები ორშ -პარ 8.00 - 18.00

ანიმაციის საერთაშორისო დღე

28 ოქტომბერს თბილისის ზოოპარკში, დავითიანნის ორგანიზებით, გაიმართა ანიმაციის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც 35–მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი დაესწრო.

ღონისძიებაზე სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა, ქართული ანიმაციური პერსონაჟებით მოხატეს და გააფორმეს ზოოპარკის ერთ–ერთი კედელი. მოეწყო ხატვის კონკურსი ბავშვებს შორის. აგრეთვე, სხვადასხვა მულტფილმის ანიმაციურმა გმირებმა იზრუნეს პატარების განწყობაზე. სპეციალურად ღონისძიებისთვის ზოოპარკში დაიდგა ეკრანი, სადაც ნაჩვენები იყო ქართული მულტფილმები, ასევე მოეწყო ხის სათამაშოების გამოფენა–გაყიდვა ,რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიერაა დამზადებული (“დაითაიანნში” ფუნქციონირებს სოციალური საწარმო სადაც შეზღუდული შესაძლებლობეის მქონე პირები ხეზე მუშაობას სწავლობენ).

პროექტი განხორციელდა ზოოპარკის, სამხატვრო აკადემიის, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა და ბავშვთა გასართობი ცენტრ ,,ნევერლენდის” მხარდაჭერით.

შეგახსენებთ, რომ ანიმაციის საერთაშორისო დღე (International Animation Day) 2002 წელს დაწესდა ანიმაციური კინოს საერთაშორისო ასოციაციის ფრანგული განყოფილების ინიციატივით (The International Animated Film Association, ASIFA) – პირველი ანიმაციური ტექნოლოგიის საჯარო წარმოდგენის აღსანიშნავად.

Previous ველოტური რაბათში

ელიას მთა, წმინდა სამების საკათედრო ტაძარი

ორშ -პარ 8.00 – 18.00

სასარგებლო ბმულები

ჩვენ შესახებ

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა დავითიანნი 2007 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II დააფუძნა

 

თვითონ სახელი “დავითიანნი” დაკავშირებულია ორი უდიდესი მეფის მეფე დავით აღმაშენებლისა და დავით მეფსალმუნის სახელთან.