ლიტერატურული კლუბი “დალკი”

ლიტერატურული კლუბი „დალკი“

„ლიტერატურა მოდის თქვენთან !“

დავითიანნთან არსებული ლიტერატურული კლუბი- „დალკი“ დაარსდა 2011 წლის 14 აპრილს,სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია-II-ის კურთხევით. „დალკში“ გაერთიანებულნი იყვნენ დავითიანნის მიერ ჩატარებული სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსების გამარჯვებულები,დამწყები პოეტები და მწერლები.


მათი პირველი საღამო-პრეზენტაცია გაიმართა პატრიაქთან,სადაც კლუბის წევრებმა პატრიარქს გააცნეს საკუთარი შემოქმედება. მოგვიანებით,9 ივნისს ლიტერატურულ კაფე „ქარავანში“ გაიმართა „დალკის“ პრეზენტაცია და პოეტური პერფორმანსი ეგიდით I(აი) თაობა. დალკელებმა საზოგადოებას გააცნეს როგორც საკუთარი შემოქმედება ასევე საკუთარი თავი.

მოგვიანებით „დალკის“ შემადგენლობა გაიზარდა და ამ ეტაპისთვის მისი წევრების რაოდენოდა 14 ადამიანს შეადგენს. „დალკი“ ეწევა სხვადასხვა სახის საქმიანობას. კლუბის წევრები ეცნობიან და განიხილავენ ერთმანეთის ნაწარმოებებს,ჯანსაღი კრიტიკის პირობებში ხდება ლიტერატურული ხარისხის ზრდა.ასევე იმართება წიგნის განხილვები,რაც ხელს უწყობს ახალაზრდობის ლიტერატურით დაინტერესებას. „დალკის“ მიზანიც ხომ ესაა-საზოგადოების მაქსიმალურად დაინტერესება ლიტერატურით.

არ შეიძლება არ აღინიშნოს ლიტერატურული სპექტაკლი „გალაკტიონი“. მასში მონაწილეობა „დალკის“ ყველა წევრმა მიიღო. 8 თებერვალს პატრიარქთან დადგმულმა სპექტაკლმა მოწონება დაიმსახურა.შემდეგ კი საზოგადოებას მიეცა შესაძლებლობა იგივე სპექტაკლი“ათონელის თეატრში“ ენახა.

დღეისათვის ლიტერატურული კლუბი აღზევების ფაზაშია. დალკელების თქმით ისინი მაქსიმალურად აქტიურდებიან და ბევრ საინტერესო სიახლეს გვპირდებიან. ჩვენ ისღა დაგვრჩენია წარმატება ვუსურვოთ ნიჭიერ ახალგაზრდებს.