დღეს, თამარ მეფის ხსენების დღეს, ახალგაზრდულმა მოძრაობა დავითიანნმა, წევრი მანდილოსნების ინიციატივით, „თამარის სადროშე“ დააფუძნა. სადროშეს მთავარი მიზანი ქველმოქმედებაა. მოეწყო თამარობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მსვლელობა, შოთა რუსთაველის ძეგლიდან რიყის პარკამდე, რომელიც ახალგაზრდების შემოქმედებითი საღამოთი დასრულდა. სადროშეს წევრებმა მოსახლეობას თამარობა მიულოცეს და წმინდა თამარ მეფის ხატები აჩუქეს. რიყის ამფითეატრში მოწყობილ კონცერტში მონაწილეობას იღებდა: დავითიანნთან არსებული ლიტერატურული კლუბი […]
ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი მახათას მთაზე ,,დავითის სადროშემ’’ დევიზიდან გამომდინარე ,,ღმერთი , სამშობლო, ადამიანი’’ რიგით მე-6 ღონისძიება განახორციელა. მათ 7 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მიერ, მახათას მთაზე ჩატარებულ ივერიის ღვთისმშობლის სავარებელ პარაკლისში მიიღეს მონაწილეობა.სადროშეს წევრები შეეგებნენ უწმინდესს დროშებითა და ბაირაღებით. დავითიანნი სადროშეს წევრებს მადლბოას უხდის სადროშეს ფასეულობათა ,,ღმერთი , სამშობლო , ადამიანის ’’ […]
26 აპრილს დავითიანნთან არსებული კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის წევრები ვიმყოფებოდით კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სადაც საჩინოს მონასტერი მოვინახულეთ. ადგილზე შევისწავლეთ ტაძრის ამჟამინდელი მდგომარეობა, გავესაუბრეთ ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის წარმომადგენლებსაც. ვერაფრით ვერ გაგამხნევებთ, მდგომარეობა საგანგაშოა, მონასტერი შველას ითხოვს. XIV–XV საუკუნეების იშვიათ არქიტექტურულ ნაგებობას განადგურება ემუქრება.
ვიზიტი ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში 26 აპრილს დავითიანნთან არსებული კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტი იმყოფებოდა კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სადაც შევხვდით ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის წარმომადგენლებს. ვისაუბრეთ მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ. უდავოა ის ფაქტი, რომ რამდენიმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს სასწრაფოდ ესაჭიროება რესტავრაცია. სწორედ ეს საკითხი აღელვებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასაც, რომელთა დახმარებითაც შევძელით მონასტრამდე მიღწევა და ამისათვის […]
“დავითიანის სადროშე” – მეხუთე აქტივობა „დავითიანის სადროშემ“ დევიზიდან გამომდინარე „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ რიგით მეხუთე ღონისძიება განახორციელა. 28 აპრილს სადროშეს წევრებმა ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, წინა სააღდგომოდ მუხათგვერდის სასაფლაოზე გაწმინდეს და დაასუფთავეს მიტოვებული სასაფლაოები, რის შემდეგაც აღავლინეს მათი სულის მოსახსენიებელი ლოცვა და სიმბოლურად დარგეს ბზის ნერგები მათ სასაფლაოებზე. დავითიანნი, სადროშეს წევრებს მადლობას უხდის სადროშეს ფასეულობათა „ღმერთი, სამშობლო, […]
სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ეკლესია-მონასტრების უმრავლესობა, ფრიად არასახარბიელო მდგომარეობაშია და სასწრაფო რეკონსტრუქცია სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნიკალურ არქიტექტურას, ფრესკებს, უძველეს ქართულ წარწერებს, განადგურება ემუქრება. რამოდენიმე დღის წინ სომხეთში დავითიანნთან არსებული კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის წევრები იმყოფებოდნენ, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მოინახულეს, ქართული ეკლესიები, ქობაერი და ახტალა. საეკლესიო-სამონასტრო კომპლექსი ქობაირი, რომელიც ადრეულ შუა საუკუნეებშია დაარსებული, დებედას ხეობაში, მთის […]
„დავითის სადროშემ“ დევიზიდან გამომდინარე „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ რიგით მეოთხე ღონისძიება განახორციელა. 21 აპრილს სადროშეს წევრებმა წავკისში არსებული საპატრიარქოს ობოლ ბავშვთა თავშესაფრის მაცხოვრებლები მოინახულეს. ჩაუტანეს მათ შეშის მარაგი და დაუბინავეს. ასევე პატივი მიაგეს ტაბახმელაში არსებულ იუნკერთა მემორიალს, გაეცნენ მათ გმირულ თავდადებას, ისტორიასა და ერთობლივად აღავლინეს მათი სულის მოსახენებელი ლოცვა.
23 აპრილს, სამშაბათს, “დავითიანნში” საჯარო ლექციები ბრუნდება. წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლექციას წაიკითხავს ლიტერატურის კრიტიკოსი, მთარგმნელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ლიტერატურული პრემია “საბას” სამგზის ლაურეატი ბატონი ლევან ბრეგაძე. ლექციის თემა იქნება – “ავტორი, წიგნი და მკითხველი”. დასწრება თავისუფალია.