კონტაქტი +995 (32) 2-144-177
მუშაობის საათები ორშ -პარ 8.00 - 18.00

სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ეკლესია

სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ეკლესია-მონასტრების უმრავლესობა, ფრიად არასახარბიელო მდგომარეობაშია და სასწრაფო რეკონსტრუქცია სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნიკალურ არქიტექტურას, ფრესკებს, უძველეს ქართულ წარწერებს, განადგურება ემუქრება. რამოდენიმე დღის წინ სომხეთში დავითიანნთან არსებული კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის წევრები იმყოფებოდნენ, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მოინახულეს, ქართული ეკლესიები, ქობაერი და ახტალა. საეკლესიო-სამონასტრო კომპლექსი ქობაირი, რომელიც ადრეულ შუა საუკუნეებშია დაარსებული, დებედას ხეობაში, მთის წვერზე მდებარეობს. ამ ძეგლს, თავის დროზე, უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ხეობიდან ის, ფაქტობრივად, შეუმჩნეველია, ხოლო თავად მონასტრიდან მთელი ხეობის გაკონტროლება შეიძლებოდა. ქობაირი უმძიმეს მდგომარეობაშია. იმას რომ კომპლექსი დღითიდღე იშლება, ამაზე ირგვლივ გაფანტული ლოდებიც მოწმობს, რომლითაც ოდესღაც ძეგლი იყო აგებული. მეორე გრანდიოზული ქართული სამონასტრო კომპლექსი, ახტალა მოვინახულეთ. ისტორიული ძეგლი, ქობაირთან შედარებით, გაცილებით უკეთაა შემონახული და დამთვალიერებელზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. ახტალა, 1920-იან წლებამდე სამხრეთ კავკასიაში მართლმადიდებლობის განმტკიცებისა და სამონასტრო მშენებლობის უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა. ახტალას ეკლესიაში შეინიშნება, რომ იქ სომხური სამღვდელოებაა შესული. ეს არის ისტორიული საქართველოს ტერიტორია, ლორეს ოლქი, რომელიც 1921 წლამდე საქართველოს იყო, სანამ ბოლშევიკები მას სომხეთს გდასცემდნენ. ქობაერი რესტავრაციის პროცესშია.

წინა გვერდი „დავითის სადროშე“

ელიას მთა, წმინდა სამების საკათედრო ტაძარი

ორშ -პარ 8.00 – 18.00

სასარგებლო ბმულები

ჩვენ შესახებ

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა დავითიანნი 2007 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II დააფუძნა

 

თვითონ სახელი “დავითიანნი” დაკავშირებულია ორი უდიდესი მეფის მეფე დავით აღმაშენებლისა და დავით მეფსალმუნის სახელთან.