ციცი კიკვაძე – ყველაზე შრომისმოყვარე დავითიანნელი
ციცი დავითიანნში რამდენიმე თვის წინ მოვიდა და თავიდანვე აქტიურად ჩაერთო სხვადასხვა პროექტში. ამჟამად დაკავებულია პროექტ „წიგნის მეგობრებისა“ და „დოქტრინა ბიზნეს რევიუს“ საქმიანობით. ციცი არის შრომისმოყვარე და კომუნიკაბელური, ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე და საქმეს თანმიმდევრულად და ორგანიზებულად უძღვება. როგორც მას მეგობრები ახასიათებენ, ის ძალიან მეგობრული, ერთგული და მხიარული ადამიანია. დავითიანნი მასზე დიდი იმედებს ამყარებს.
ციცი – დავითიანნზე
მიუხედავად იმისა რომ დიდი ხანი არ არის რაც ამ დიდ სამეგობროს შევუერთდი და გავხდი ერთი მთლიანის ნაწილი, დღეს ჩემთვის დავითიანნი მეორე სახლია. ადგილი სადაც ყოფნა მიხარია, რადგან მისი მეგობრული, მხიარული და გულწრფელი გარემო მუდამ პოზიტივით მავსებს. ამავდროულად აქ სულიერად და ინტელექტუალურად ვიზრდები. დავითიანნი ასევე მეხმარება პიროვნულ ზრდაში.
Comments are closed.