დღეს, კლიმატის კვირეულის გახსნის ცერემონიაზე, დაჯილდოვდნენ დავითიანნის პროექტის “გარემოსდაცვითი განათლება მოსწავლეებისთვის” მონაწილეები. მათ გარემოს დაცვის მინისტრმა – ხათუნა გოგალაძემ, სერტიფიკატები გადასცა.
შეგახსენებთ, რომ პროექტი „გარემოსდაცვითი განათლება მოსწავლეებისთვის“ დავითიანნის გარემოსდაცვითი კომიტეტის მიერ ხორციელდებოდა. სულ გაიმართა 10 სამუშაო სემინარი. ყველას, ვინც დაესწრო 8 სამუშაო სემინარს გადაეცა სერტიფიკატი.
პროექტი წარმოადგენს არაფორმალური განათლების ხელშეწყობასა და მოსწავლეების გააქტიურებას გარემოსდაცვითი მიმართულებით.
Nov
04
Comments are closed.