19 ოქტომბერს წიგნის სახლში დავითიანნთან არსებული ,,წიგნის მეგობრების” კლუბის ორგანიზებით გაიმართა წიგნის კითხვის სეზონის პირველი ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ცნობილ ქართველ მწერალ ნოდარ დუმბაძეს. განხილულ იქნა მისი ბიოგრაფია და პიროვნება, შემოქმედება და ფილმები, რომლებიც დუმბაძის ნაწარმოებზეა შექმნილი. წიგნის კითხვის დღე დაასრულა ნოდარ დუმბაძის შვილისა და შვილიშვილის მიერ გადაღებულმა ფილმის პრეზენტაციამ, რომელიც მწერლის ცხოვრებას ასახავს. ღონისძიებას დაესწრო […]
კვირას 16:00 საათზე კინოკლუბ “მზესუმზირაში” გაიმართება ფილმ ” ჩემი მფარველი ანგელოზის“ ჩვენება. რეჟისორი: ნიკ კასავეტისი როლებში: ჯოან ქიუსაკი, ქემერონ დიაზი, ალეკ ბოლდუინი, ებიგეილ ბრესლინი, ელიზაბეთ დეილი, ჯეისონ პატრიკი
დავითიანნის საიტზე მიმდინარეობდა გამოკითხვა, რომელშიც 100-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხვა მიზნად ისახავდა გამოევლინა რომელი ადგილი უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს თეტრი, კინო თუ მუზეუმი. კითხვაზე სად ისურვებდით თავისუფალი დროის გატარებას გამოკითხულთა 50%-მა უპასუხა თეატრი, რაც შეიძლება ითქვას, რომ გასაკვირიც არის. ვინაიდან დღესდღეობით ჩვენთან კინო უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე თეატრი.
ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულზე “დავითიანნის” ახალგაზრდები მსვლელობით გაემართნენ ნარიყალასკენ და გადაიხადეს პარაკლისი იმ ადგილას, სადაც “დავითიანნის” მიერ აღმაერთულია ჯვარი , რომელიც თბილისს გადმოჰყურებს.
[polldaddy poll=”7465327″]
კინოკლუბი “მზესუმზირა” 5 ოქტომბერს ესტუმრა კოდის დევნილთა დასახლებას, სადაც მოეწყო ფილმის ჩვენება „ ბედნიერების კვალდაკვალ“ . მისი დასრულების შემდეგ სპეციალურად მოწვეული ფსიქოლოგი სალომე საბიაშვილი მაყურებელს გაესაუბრა და გაიმართა დისკუსია ფილმის თემატიკის შესახებ. ღონისძიების მეორე ნაწილი კონცერტს მოიცავდა, რომელიც კოდის სათემო განათლების ცენტრის ახალგაზრდული კლუბის მიერ იყო ორგანიზებული. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს კულტურის სახლის მოსწავლეებმა, რომელიც აერთიანებდა […]
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ 27 სექტემბერს იმყოფებოდა კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში; სტუმრად მიშა გიორგაძესთან, სადაც ახალგაზრდა დავითიანნელებმა მონაწილეობა მიიღეს რთველის პროცესში. რთველის პროცედურებში აგრეთვე მონაწილეობდნენ და ფირზე აღბეჭდავდნენ უკრაინელი ჟურნალისტები. დავითიანნელებმა მოინახულეს XVI საუკუნის ველისციხის მარან-მუზეუმი „ნუმისი“, გაეცნნენ ქართული ღვინის სახეობებსა და ღვინის დაწურვის მეთოდებს, ასევე მასპინძელთან ერთად უკრაინელ სტუმრებს გააცნეს ქართული კულტურის ტრადიცია და […]
ერთად შევიტანოთ წვლილი ამ ბიბლიოთეკის დაარსებაში. ვისაც გაქვთ შესაძლებლობა და სურვილი, რომ გამოყოთ თუნდაც 1 წიგნი ამ კეთილი საქმისთვის, შემოგვიერთდით!
კარლ გუსტავ იუნგი: ,,დიპლომატიის არდადეგებს ომი ეწოდება.”