გაცნობებთ, რომ დავითიანნის კონკურსის “წიგნის მეგობრები” პირველი ეტაპი დასრულდა. მეორე ეტაპზე 16 გუნდიდან გადავიდა 13 გუნდი. მეორე ეტაპი ჩატარდება 30 ნოემბერსა და 1დეკემბერს, თბილისის № 23 საჯარო სკოლაში (მის: დ. უზნაძის № 59 ). იხილეთ გუნდების განრიგი: 30 ნოემბერი მე–5 მე–6 კლასი 11:00სთ-ზე ითამაშებენ: • რუსთავის № 11 სკოლა – “მწიგნობარი” • № 1 ექსპ. […]
„დავითიანნის“ ერთ–ერთ მთავარ მიმართულებას დაფუძნებიდან წარმოადგენდა საგანმანათლებლო კურსი, რომელიც საკლუბო პროგრამის ძირითად ნაწილს შეადგენდა. აღნიშნული კურსი გულისხმობდა კატეხიზმოს (მართლმადიდებლური მოძღვრება), ძველი და ახალი აღთქმის სწავლებას სკოლებში. საგანამანათლებლო პროგრამა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ვინაიდან სკოლებში რელიგია აღარ ისწავლებოდა და ამ კურსის საშუალებით ბავშვებს შეეძლოთ ესწავლათ საღვთისმეტყველო საგნები. სამწუხაროდ გარკვეულ მიზეზთა გამო საგანმანათლებლო კურსი დროებით შეჩერებული იყო. თუმცა […]
პროექტის მიზანია ახალგაზრდებში მივიწყებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მნიშველობის წარმოჩენა და საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაცნობა. კონურსში მონაწილეობა შეუძლია სტუდენტურ ჯგუფს (ჯგუფის წევრების რაოდენობა 4-5) კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ წარმოადგინონ ნაშრომები შემდეგ თემებზე: კულტურული ძეგლის ისტორიული გეოგრაფია, კულტურული ძეგლის კედლის მხატვრობა, ფერწერა. თემები ასევე შეიძლება შეეხოს კულტურული ძეგლის ეპიგრაფიულ, არქიტექტორულ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
httpv://www.youtube.com/watch?v=iro6sS5wbrg
21 (8) ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს. მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების დღესასწაულის აღნიშვნა გადაწყდა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა.
კვირას 24 ნოემბერს, 4 საათზე კინოკლუბ ” მზესუმზირაში ” გავა ფილმი ” ამერიკული ისტორია X “. ფილმის შემდეგ მოხდება განხილვა მოწვეულ სტუმარ, სოციოლოგ მარიამ დალაქიშვილთან ერთად. წელი: 1998 რეჟისორი: ტონი კეი როლებში: ედვარდ ნორტონი, ედვარდ ფერლონგი, ბევერლი დ’ანჯელო ფილმის შესახებ: სკინჰედების ადგილობრივი ბანდის ლიდერს – დერეკ ვინიარდს, თავის რაიონში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. თავის სიმართლეში დარწმუნებული, […]
18 ნოემბერს საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნის” კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტმა გამართა შეხვედრა მრგვალი მაგიდის ირგვლივ თემაზე – სომხეთში არსებული ქართული ძეგლები. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ სომხეთში ქართულ ტაძრებში, სარეკონსტრუქციო სამუშაოები ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად მიმდინარეობს. “დავითიანნისა” და ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის საექსპედიციო დელეგაცია რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა სომხეთში, კერძოდ ლორე–ტაშირში.
დავითიანნის კინოკლუბი “მზესუმზირა” 16 ნოემბერს ესტუმრა დუშეთს, სადაც მოეწყო მხატვრული ფილმის „ ჰაჩიკო “ ჩვენება. კინოჩვენება გაიმართა დუშეთის გამგეობის დარბაზში, სადაც მოწვეულნი იყვნენ პროექტის “სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში” მონაწილეები და მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელები.
წმინდა 100 000 ქართველი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, მეტეხის ხიდზე მოწამეთა სახელზე პარაკლისი შესრულდა. პარაკლისი ტაო-კლარჯეთისა და ახალციხის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ აღავლინა. პარაკლისზე ასევე იმყოფებოდა მარტყოფის მიტროპოლიტი თადეოზი და გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა. პარაკლისის დასრულების შემდეგ მეტეხის ხიდზე მყოფმა მლოცველებმა ხიდიდან წმინდა მოწამეთა პატივსაცემად მტკვარში ყვავილები ჩაყარეს.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, […]