6 თებერვალს, 17:00 საათზე, დავითიანნში (შოთა რუსთაველის 23; მე-3 სართული) გაიმართება შეხვედრა გადაცემა “რა,სად,როდის?” წამყვანთან, მოაზროვნე და პროდიუსერ გიორგი მოსიძესთან. სტუდენტებს და ახალგაზრდებს გექნებათ შესაძლებლობა, მოისმინოთ გიორგისგან თუ რა გზა გამოიარა მან დღემდე. ის ისაუბრებს თავის ბიოგრაფიაზე, პროდიუსერულ და პოლიტიკურ კარიერაზე. გიორგი გაგიზიარებთ თავის გამოცდილებას, მოგცემთ რჩევებს, რომელიც მომავალში გამოგადგებათ თქვენი საქმიანობისთვის.
ვისაც გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა , რომ აღნიშნულ თემებზე, დღევანდელი რეალობებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე იმუშაოთ და გაქვთ ინიციატივები, გთხოვთ შეავსოთ ქვემოთ მოცემული ანკეტა. განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 5 თებერვალი
ქართველი ახალგაზრდები თანადგომასა და მხარდაჭერას გიცხადებთ, არა მხოლოდ როგორც ჩვენს მეგობრებს, არამედ როგორც თანამებრძოლებს საერთო საქმეში. საქმეში, რომელსაც ევროპული სტრუქტურებისა და დემოკრატიზაციისკენ სვლა ჰქვია. ქართველებსა და უკრაინელებს ბევრი საერთო აქვს დაწყებული სარწმუნოებით და დამთავრებული თავისუფლებისაკენ მუდმივი სწრაფვით.
კაბადოკიელი ქალწული წმიდა ნინო დიდმოწამე გიორგის ახლო ნათესავად ეკუთვნოდა. იგი სახელგანთქმული პატიოსანი მშობლების, რომის მხედართმთავრის ზაბულონის და იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის დის, სოსანას, ერთადერთი ასული იყო. როდესაც ნინოს თორმეტი წელი შეუსრულდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში გადასახლდნენ.
გთხოვთ დაასახელოთ პიროვნება, რომელმაც 2013 წელს განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ახალგაზრდების განვითარების საქმეში, ან მიაღწია განსაკუთრებულ შედეგებს სხვადასხვა სფეროებში და არის სამაგალითო ახალგაზრდა. არ დაიზაროთ და მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია
უკვე მეორე წელია რაც დავითიანნი საშობაოდ 5 000 სანთელს ანთებს. აღნიშნულ ინიციატივას საფუძველი 2013 წელს ჩაეყარა და ვიმედოვნებთ მომავალში ტრადიციად იქცევა.
კვირას, 29 დეკემბერს, 16:00სთ-ზე კინოკლუბში “მზესუმზირა” გაიმართება ფილმის ” ცელქი ბავშვები-ოპერაცია ახალი წელი ” ჩვენება. მოწვეული სტუმრები არიან: ფილმის რეჟისორი ზურა მენთეშაშვილი, მსახიობები: რუსკა მაყაშვილი და ნიკა გრიგოლია. საღამო სავსე იქნება სიურპრიზებით. დასწრება თავისუფალია. მის. რუსთაველის N21.
18-19 დეკემბერს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და მშვიდობისა და განვითარების აკადემიის ორგანიზებით, გაიმართა ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-5 ფორუმი სადაც დავითიანნმაც მიიღო მონაწილეობა. ფორუმის სამუშაო თემები გახლდათ: სიახლეები ახალგაზრდულ სფეროში, მიმდინარე წლის ანგარიში; ევროპის კავშირის პროგრამა ერაზმუს+ პრეზენტაცია; ჯგუფების მუშაობა ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტზე; აგრეთვე მოხდა ახალგაზრდული ორგანიზაციების გამოფენა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. პრემიერმა […]
გიყვარს კროსვორდებისა და პაზლების ამოხსნა ? მაშინ კონკურსი “მოაზროვნეები“ შენთვისაა. იპოვეთ თანამოაზრეები, აირჩიეთ ლიდერი და დარეგისტრირდით 4 კაციან გუნდებად. მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს. კონკურსი გაიმართება 26 დეკემბერს. სულ იქნება 3 რაუნდი. მონაწილეები მიიღებენ სხვადასხვა დავალებას. გამარჯვებულები სიგელების გარდა, დაჯილდოვდებიან სამახსოვრო პრიზებით. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით 24 დეკემბრამდე: https://docs.google.com/forms/d/1b6DpmtXFMcFlb8TNl4Wq-gThJlg_DIhawqJyCkUnANw/viewform