კონკურსი “ჩვენ გვახსოვს…” არის ახალგაზრდული პროექტი, რომელიც განკუთვნილია სკოლის მოსწავლეთათვის და სტუდენტთათვის, რომელთა ასაკია 15დან 22 წლამდე. კონკურსი ეძღვნება აფხაზეთისა და აგვისტოს ომის დაღუპულ გმირთა ხსოვნას. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა თაობა” საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდულ ორგანიზაცია “დავითიანნი”-ს ფინანსური მხარდაჭერითა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით. ა პ ლ ი კ ა ც ი […]
როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“, უკვე მესამე კვირაა აქტიურად იღებს მონაწილეობას საყდრისის დასაცავად მიმართულ საზოგადოებრივ აქტიურობაში, რომელსაც საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი ხელმძღვანელობს. დავითიანნის მხრიდან ამ განცხადების გაკეთების აუცილებლობა განაპირობა იმან, რომ მას შემდეგ რაც დაიწყო კარვების აქცია საყდრისში, ატყდა მითქმა-მოთქმა, აქციის დაფინანსებებთან და ფარულ მიზნებთან დაკავშირებით. ასევე, ის რომ პროცესები თითქოს არის მართული და ვიღაცის […]
25 მარტს, 12:00 საათზე, სქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ფორუმი „დედაქალაქის ეკოლოგიური უსაფრთხოების დოქტრინა“. ფორუმი საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ (ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი „დოქტრინას“) ორგანიზებით ჩატარდა. ფორუმზე განიხილეს თბილისის ეკოლოგიური საფრთხეები და მისი განეიტრალების სტრატეგიები, მეთოდები და პოლიტიკური კონცეპტები. წარმოდგენილი იქნა კონკრეტული რეკომენდაციები ხელისუფლებისათვის, სამოქალაქო და კერძო სექტორებისათვის. განსახილველ თემებს შორის იყო: „ჰაერის […]
ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი აქტიურად ადევნებდა თვალ-ყურს საყდრისის მაღაროს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, მის ყველა ეტაპზე. იმედი გვქონდა, რომ პრობლემის გადაწყვეტა მოხდებოდა გონივრული გზით. ამ დრომდე თავს ვიკავებდით მკვეთრი პოზიციის დაფიქსირებისა და განცხადებების გაკეთებისგან, რადგანაც კარგად ვაცნობიერებდით, რომ ერთი მხრივ იდგა უძველესი ქართული ისტორიული ძეგლის ხელყოფის საშიშროება, მეორეს მხრივ კი კერძო კომერციული ინტერესები და დასაქმებული ადამიანების უფლებები.
მცირე პროექტების კონკურსი ახალგაზრდებისათვის (200-დან 1000 ლარამდე) პრობლემის განსაზღვრა საქართველოში უმუშევრობა კვლავ რჩება ერთ-ერთ უმთავრეს სოციალურ პრობლემად. ამ ფონზე, სამსახურის პოვნა და საკუთარი იდეებისა თუ უნარების რეალიზება განსაკუთრებით უჭირთ ნაკლები სამუშაო გამოცდილების მქონე ახალგაზრდებს. იდეის ან რაიმე ინიციატივის დასაფინანსებლად საჭირო სახსრების მოძიება ნაკლებად შესაძლებელია, საჭიროა უამრავი ბიოროკრატიული პროცედურის გავლა, რომლის ბოლოს, შესაძლოა, არც დადგეს სასურველი […]
23 თებერვალს, კინოკლუბში “მზესუმზირა”, ნაჩვენები იქნება ქართული ფილმი ” Mr. ძიძა “. ფილმის შემდეგ იქნება ტრადიციული განხილვა.დასწრება თავისუფალია. მის. რუსთაველის 23. გამოშვების წელი: 2013 გახმოვანება: ქართული როლებში: მიშა ანდღულაძე, ვანო ჯავახიშვილი, ნიკა არაბიძე, ვასო ფხაკაძე, ვახო ბიჭიკაშვილი, თათია სულუაშვილი, ტრისტან სალარიძე, ქეთა ლორთქიფანიძე, გიორგი ვარდოსანიძე მოკლე აღწერა: “კომედი შოუს” და “კომედი არხის” ფილმი-“Mr. ძიძა”. პროდიუსერი: […]
პრეზენტაციისა და კლუბის წარმომადგენლების გაცნობის შემდეგ გაიმართება წიგნის კითხვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის მთავარი თემა იქნება ნიკო გომელაური და მისი შემოქმედება. ჩვენ რამოდენიმე წუთით კვლავ გავაცოცხლებთ ნიკოს პოეზიას და გავიგებთ საინტერესო უცნობ ფაქტებს მისი შემოქმედებისა და ბიოგრაფიის შესახებ. გთხოვთ მობრძანდეთ
ესტონეთი, რუმინეთი, უკრაინა, ლატვია, მოლდოვა – ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომელთა წარმომადგენლებიც დავითიანნს გაცნობითი სახის ვიზიტით ესტუმრნენ. მათი უმრავლესობა თავის ქვეყნებში, სხვადასხვა ახალგაზრდულ ორგანიზაციებში მუშაობენ. საქართველოში კი, მათი მასპინძელი ახალგაზრდა ლიდერთა კლუბია. ღონისძება სამ ეტაპად ჩატარდა. თავდაპირველად „დავითიანნის“ თანამშრომლებმა უცხოელ ახალგაზრდებს ორგანიზაციის სხვადასხვა მიმართულებებისა და პრიოტიტეტების შესახებ მომზადებული სპეციალური პრეზენტაცია უჩვენეს, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებებისა და […]
ვიკა ფილფანი – ერთგული დავითიანნელი ვიკა უკვე 1 წელია რაც დავთიანნშია. ის ხელმძღვანელობს დავითიანნის კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტს. ვიკა ძალიან შრომისმოყვარე, მონდომებული და მიზანდასახულია. ამავე დროს ის არის მეგობრული და მხიარული. ვიკა დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს და ვიმედოვნებთ, რომ მასთან ერთად დავითიანნი, კულტურული მიმართულებით ბევრ სასარგებლო საქმიანობას განახორციელებს.