მოძრაობა დავითიანნის ფსიქოლოგიური ცენტრის ორგანიზებით თბილისის სკოლებში დაიწყო შეხვედრები მოსწავლეებთან ძალადობასთან დაკავშირებით. პარასკევს, 28 ნოემბერს სემინარი ჩატარდა პირველი შეხვედრა 183-ე სკოლის მოსწავლეებთან. შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი თემები: ბავშვთა უფლებების მიმოხილვა; ძალადობა ოჯახში; ბულინგი; ძალადობა სკოლაში და კონფლიქტების მართვა;
3 დეკემბერს, დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრის ორგანიზებით, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა კონფერენცია თემაზე – „ძალადობა და ძალადობის პრევენცია“. კონფერენციაზე განხილული იყო საქართველოში აქტუალური და პრობლემატიკური თემები: ძალადობა გენდერული ნიშნით; ფსიქოლოგიური ძალადობა ოჯახში; ბავშვთა მიმართ ძალადობა; ძალადობის სხვადასხვა გამოხატულება;
ექსკურსია დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმში ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი, ყოველთვიურად ახორციელებს მასშტაბურ შემეცნებით ექსკურსია ტურს სახელწოდებით: „გააცოცხლე საქართველოს ისტორია“. პროექტის ფარგლებში შედგა ოთხი გასვლითი ღონისძიება, საქართველოს სხვადასხვა მხარეში: კრწანისი, დიდგორი, რუის ურბნისი და ბოლოს ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე ისტორიულ ადგილებზე. ახალგაზრდები ნახულობენ აპლიკაციას ჩვენს Facebook გვერდზე და სურვილის შემთხვევაში მონაწილეობენ. ექსკურსიის დროს, გიდობას მათივე თანატოლები უწევენ, რომლებიც წინასწარ […]
8 ნომბერს მოძრაობა დავითიანნის კულტურილი მემკვიდრეობის კომიტეტმა დევნილ ბავშვებს ერთი ბედნიერი და დასამახსოვრებელი დღე აჩუქა. წეროვანში მცხოვრებ 50 წარჩინებულ მოსწავლეს მიეცა საშუალება, დედაქალაქის ისტორიული ძეგლების მონახულებისა.
2014 წლის აპრილიში გამოვლინდა დავითიანნის მცირე საგრანტო პროექტების კონკურსის გამარჯვებული 3 პროექტი: უსინათლოთა ინტეგრაცია ახალგაზრდებთან; კონკურსი “ჩვენ გვახსოვს”; ტრადიციული ხეზე კვეთა დევნილი ახალგაზრდების დასაქმებისთვის. უსინათლოთა ინტეგრაცია ახალგაზრდებთან: პროექტი მოიზარებდა უსინათლოთა ჩართულობას სხვადასხვა აქტივობებში. პროექტი ქართული უნევერსიტეტის სტუდენტების დახმარებით ჩატარდა. კონკურსი “ჩვენ გვახსოვს”: კონკურსი მიეძღვნა 2008 წლის ომში საქართველოს ერთიანობისთვის დარუპული ქართველი გმირების ხსოვნას. ტრადიციული ხეზე […]
16 ნოემბერს, ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრის ორგანიზებით, დაიწყო მასტერკლასების სერია – „კლინიკური შემთხვევების განხილვა“, რომელიც ჩატარდება ყოველ კვირა დღეს, მომდევნო 4 კვირის განმავლობაში, 13:00 საათზე. პირველ შეხვედრაზე მოწვეული სპეციალისტი იყო თეა გოგოტიშვილი. შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, სადაც მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, გაეგოთ უფრო მეტი მათთვის საინტერესო თემებზე.
დღეს საკრებულოში ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა დღეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საქართველოს საპატრიქრქოს ახალგაზრდული მოძრაობა ,,დავითიანნი’’-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა. დოკუმენტს დედაქალაქოს საკრებულოს მხრიდან საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა, ხოლო მეორე მხრიდან კი ახალგაზრდული მოძრაობის ,,დავითიანნი’’ პრეზიდენტმა მოაწერეს. კოტე […]
“დავითიანნის” კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კონკურსის “ფოტოგრაფის თვალით დანახული კულტურული მემკვიდრეობა” საუკეთესო ფოტოების გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოება მოეწყო. კონკურსის ფარგლებში შეირჩა 15 საუკეთესო ფოტო-ნამუშევარი, ერთი გამარჯვებული და ერთი ფავორიტი. ფოტოები შეარჩია ყველასთვის კარგად ცნობილმა ფოტოგრაფმა, ბატონმა ბადრი ვადაჭკორიამ.
გიყვარს კროსვორდების ამოხსნა ? გაინტერესებს მენეჯმენტი? გიყვარს ქეისების ამოხსნა ? მაშინ კონკურსი “Begin Managers War“ შენთვის არის ! იპოვეთ თანამოაზრეები, აირჩიეთ ლიდერი და დარეგისტრირდით 4 კაციან გუნდებად. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს.
გ ა მ ო კ ი თ ხ ვ ა