პროექტი „გახდი გარემოსდამცველი“ ხორციელდება ორგანიზაცია დავითიანნის გარემოსდაცვითი კომიტეტის ორგანიზებით. პროექტის ფარგლებში ჩატარდება 2 დღიანი ტრენინგ–კურსი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ინფორმაციას მიიღებენ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით და აიღებენ პასუხისმგებლობას, გარემოსდაცვითი პროექტი განახორციელონ თავიანთი ორგანიზაციის ეგიდით. პროექტის ფარგლებში, მონაწილეები მიიღებენ თეორიულ ცოდნას და შემდეგ მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ პრაქტიკულ სამუშაოებში.
„წიგნის მეგორბრები“ გახლავთ კონკურსი მოსწავლეებისათვის, რომელიც ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნისა“ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. აღნიშნული პროექტი საქართველოს საპატრიარქოსა და კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის პატრონაჟით ხორციელდება. კონკურსი ჩატარდება წელიწადში ერთხელ. როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ კონკურსში. 2012 წლიდან აღნიშნულ პროექტზე დავითიანნი მუშაობს ექსპერტ ქ-ნ. ნატო ონიანთან, მაია ინასარიძესთან […]
17 მაისს თბილისში განვითარებული მოვლენები, საზოგადოებაზე მიწოდებული ინფორმაცია და მიწოდების ფორმა იყო საკმაოდ დამთრგუნველი, შეურაცხმყოფელი, მაპროვოცირებელიც რიგ შემთხვევებში. მიგვაჩნია, რომ მედიის და საზოგადოების ყველა წევრის მხრიდან ინფრომაციის მიწოდებაზე და გავრცელებაზე ყველამ უნდა იგრძნოს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა. აუცილებელია მართებული განმარტებები და არა ფაქტების ტენდენციური, ემოციური, გადაუმოწმებელი ინტერპრეტაციები, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. შესაბამისად საზოგადოებაშიც შეიქმნა არასწორი […]
[polldaddy poll=7165337]
,,დავითის სადროშე”-მ დევიზიდან გამომდინარე ,,ღმერთი, სამშობლო, ადამიანი” რიგით მერვე ღონისძიება განახორციელა. 19 მაისს მათ მოაწყვეს ლაშქრობა, მცხეთიდან სამი კილომეტრით დაშორებულ არმაზის ციხეზე. სადროშეს წევრები გაეცვნენ ციხის ისტორიას და დაასუფთავეს მისი მიმდებარე ტერიტორია. დავითიანნი სადროშეს წევრებს მადლობა უხდის სადროშეს ფასეულობათა ,,ღმერთი, სამშობლო, ადამიანი”-ს მსახურების, ერთგულებისა და დაცვისთვის.
გოეთე: “შეცდომა სასარგებლოა ხოლმე, ვიდრე ახალგაზრდები ვართ, ოღონდ სიბერემდე არ უნდა ვათრიოთ ის. “
პროექტი „გარემოსდაცვითი განათლება მოსწავლეებისთვის“ ხორციელდება ორგანიზაცია დავითიანნის გარემოსდაცვითი კომიტეტის მიერ. პროექტი წარმოადგენს არაფორმალური განათლების ხელშეწყობასა და მოსწავლეების გააქტიურებას (მე-8 – მე-12 კლასის ჩათვლით) გარემოსდაცვითი მიმართულებით. პროექტის ფარგლებში ჩატარდება 10 სამუშაო-სემინარი, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება ისწავლონ უფრო მეტი ამ საკითხთან მიმართებაში. მათ შეხვდებიან და გაესაუბრებიან სხვა გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც გააცნობენ თავიანთ პროექტებს ახალგაზრდებს და დაეხმარებიან შექმნან […]
17 მაისს, პარასკევს, 14:00 საათზე, შ. რუსთაველის 21 ნომერში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დარბაზში (I სართულზე), შედგება Doctrina Business Review (DBR) კვლევის წარდგენა თემაზე სოციალური დეპრესიის ინდექსი. პრეზენტაციაზე დაფიქსირდება სოიციალური დეპრესიის ინდექსის მაჩვენებლები საქართველოსთვის და მისი მეზობელი ქვეყნებისთვის (აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, თურქეთი). კვლევის მიზანი იყო დაგვედგინა ინფლაციისა და უმუშევრობის დონეებიდან გამომდინარე რა […]
,,დავითის სადროშემ“ დევიზიდან გამომდინარე ,,ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ რიგით მეშვიდე ღონისძიება განახორციელა. 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით, სადროშეს წევრები ესტუმრნენ ძეგვის დედათა მონასტერთან არსებულ თავშესაფარს. იქ მყოფებს მიულოცეს ანდრიაობა და უჩვენეს ფილმი ანდრია პირველწოდებულის შესახებ. ასევე საჩუქრად გადასცეს დავითიანნის ხატები, ბავშვებს კი გაუმასპინძლდნენ ტკბილეულით და მათთან ერთად ითამაშეს. თავშესაფარში ყოფნის დროს, ერთი მოხუცი კაცი […]