კონტაქტი +995 (32) 2-144-177
მუშაობის საათები ორშ -პარ 8.00 - 18.00

შვიდი ტაძრის მოლოცვა

23-დან 27აპრილის ჩათვლით ,,დავითიანნმა” მთელი კვირის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, რომლებიც ,,დავითიანნის” აქტიური წევრები არიან, თბილისში არსებული 7 ტაძარი მოილოცეს: ქაშუეთი ,,პატარა” სამება, ანჩისხატი, სიონი, მეტეხი, დავით მეფსალმუნე და სამება.

აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავდა ბავშვებში რელიგიისადმი ინტერესის კიდევ უფრო გაღრმავებას და სულიერი ფასეულობების ამაღლებას. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, გიდის დახმარებით დაეთვალიერებინათ თითოეული ტაძარი, მოესმინათ მისი ისტორია, გაცნობოდნენ არქიტექტურას და სხვა. საკმაოდ პოზიტიურად იმოქმედა მათზე სასულიერო პირთან გასაუბრებამაც. თითოეულ მათგანს შეეძლო მოძღვრისთვის დაესვა ყველა ის კითხვა, რომლებიიც მათ აინტერესებდათ . ბავშვებმა ეს შესაძლებლობა საკმაოდ კარგად გამოიყენეს და აქტიურად ჩაერთვნენ დიალოგში.

,,დავითთიანი” კვლავაც გეგმავს სამომავლოდ ,,დავითიანნელებისათვის” მსგავსი გასვლითი ტურების ორგანიზებას.

წინა გვერდი ცოტა ცურვა თუ იცი და დინებას მიყვები, წყალი ნაპირზე არ გადმოგაგდებს…

ელიას მთა, წმინდა სამების საკათედრო ტაძარი

ორშ -პარ 8.00 – 18.00

სასარგებლო ბმულები

ჩვენ შესახებ

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა დავითიანნი 2007 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II დააფუძნა

 

თვითონ სახელი “დავითიანნი” დაკავშირებულია ორი უდიდესი მეფის მეფე დავით აღმაშენებლისა და დავით მეფსალმუნის სახელთან.