
Screenshot
საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ ბიზნეს სექტორის (კომპანია „კოდალას“, კომპანია “მიოლერის” ) მხარდაჭერით, აცხადებს საპროექტო იდეების საგრანტო კონკურსს „ახალგაზრდებში ქრისტიანული ღირებულებების განმტკიცების მხარდასაჭერად“, რომელიც ეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს.
საგრანტო კონკურსის მიზანია ახალგაზრდების კრეატიული იდეების მეშვეობით, წარმოჩინდეს ქრისტიანობის ისტორიული მნიშვნელობა და მისი როლი ქართველი ერის იდენტობის ჩამოყალიბებაში.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს: საქართველოში რეგისტრირებულ ააიპ სტატუსის მქონე მოქმედ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, სტუდენტურ გაერთიანებებს (რომელთა ასაკი განისაზღვრება 18-29წ) რომელიც საქმიანობს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. ორგანიზაციას შეუძლია კონკურსში მხოლოდ ერთი საგრანტო განაცხადი წარმოადგინოს.
კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლიათ იმ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებსაც პროექტის მიზანსა და ამოცანასთან ნებისმიერი სახის ინტერესთა შეუთავსებლობა აქვთ.
საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, ხოლო საგრანტო თანხის მაქსიმალური ოდენობა თითოეული პროექტისათვის – 5000 ლარს.
დეტალური ინფორმაცია საკონკურსო განაცხადის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილებში:
განაცხადის ფორმა
დანართი 1 სამოქმედო გეგმა
დანართი 2 ბიუჯეტის ფორმა (იხ.ქვემოთ👇)
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა საპროექტო განაცხადი უნდა წარმოადგინონ თანდართული საგრანტო განაცხადის ფორმების მიხედვით, ქართულ ენაზე, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე davitianni@gmail.com (მეილის საგნის ველში 1700 -მითითებით) საპროექტო იდეის განაცხადების ელ-ფოსტით გამოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 19 დეკემბერი, 19:00 სთ.
დაგვიანებით წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.
საბოლოო გადაწყვეტილება პროექტების დაფინანსების თაობაზე მიღებული იქნება არაუგვიანეს 2026 წლის 15 იანვრისა. ამის თაობაზე პროექტის ხელმძღვანელები წერილობით პასუხებს მიიღებენ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
პროექტების დაწყების თარიღი სასურველია განისაზღვროს 2026 წ თებერვლიდან.
ქვედა ნაწილი
- დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: davitianni@gmail.com
+ QR კოდი განაცხადის ფორმაზე



Comments are closed.