,,დავითის სადროშემ“ დევიზიდან გამომდინარე ,,ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ რიგით მეშვიდე ღონისძიება განახორციელა. 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით, სადროშეს წევრები ესტუმრნენ ძეგვის დედათა მონასტერთან არსებულ თავშესაფარს. იქ მყოფებს მიულოცეს ანდრიაობა და უჩვენეს ფილმი ანდრია პირველწოდებულის შესახებ. ასევე საჩუქრად გადასცეს დავითიანნის ხატები, ბავშვებს კი გაუმასპინძლდნენ ტკბილეულით და მათთან ერთად ითამაშეს. თავშესაფარში ყოფნის დროს, ერთი მოხუცი კაცი ცუდათ გახდა და “დავითის სადროშე”–ს ბიჭებმა მას დახმარება გაუწიეს.
ამის შემდეგ, სადროშეს წევრებმა მოილოცეს თავშესაფართან არსებული წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძარი. დავითიანნი სადროშეს წევრებს მადლობას უხდის სადროშეს ფასეულობათა ,,ღმერთი, სამშობლო, ადამიან“ -ის მსახურების ერთგულებასა და დაცვისთვის.
May
15
Comments are closed.