გივი სიხარულიძე – ერთგული დავითიანელი
გივი – არც თუ ისე დიდი ხანია რაც დავითიანნშია, მაგრამ უკვე მოახერხა ერთგული დავითიანელის სტატუსის მორგება, თავისი მონდომებითა და მიზანსწრაფულობით. გივი დავითიანნში ერთ-ერთი ღონისძიებიდან მოხვდა და მას შემდეგ აქტიურად ჩაერთო დავითიანნის ცხოვრებაში და გახდა ჩვენი აქტიური მეგობარი. გივი ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებას უძღვება და მაქსიმალურად ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს დავითიანნის წინსვლასა და წარმატებაში. მან შეძლო და მეგობრებთან ერთად, უკვე განახორციელა რამდენიმე საკმაოდ საინტერესო პროექტი. გივი თავისი მონდომებით, შემართებით, დამოკიდებულებებით რწმენის მიმართ, საქმის მიმართ, მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული დავითიანნელია. ჩვენ ვამაყობთ ერთმანეთით. მომავალში მისგან უფრო და უფრო მეტ სიახლეებსა და წარმატებებს ველოდებით.
გივი – დავითიანნზე
თითქმის ერთი წელია რაც დავითიანნის წევრი ვარ. აქ ყოველთვის მეგობრული და სასიამოვნო გარემოა. დავითიანნი ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კუთხით, ცდილობს ახალგაზრდები აქტიურად ვიყოთ ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მოვახდინოთ ინიციატივის საკუთარ თავზე აღება, თანადგომა საკუთარი მოქალაქეებისა. სწორედ ჩვენ, მომავალმა თაობამ უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ სახელმწიფოებრიობა. დავითიანნში ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი და მადლობელი ვარ, მათი გვერდში დგომით დიდი გამოცდილება მივიღე, რომელიც კიდევ უფრო დამეხმარება მომავალი წარმატებისთვის.
Comments are closed.