კონტაქტი +995 (32) 2-144-177
მუშაობის საათები ორშ -პარ 8.00 - 18.00

ფსიქოლოგიის ცენტრმა მასტერკლასების ახალი სერია დაიწყო

10305419_879645465413016_1660581265502040676_n16 ნოემბერს, ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრის ორგანიზებით, დაიწყო მასტერკლასების სერია – „კლინიკური შემთხვევების განხილვა“, რომელიც ჩატარდება ყოველ კვირა დღეს, მომდევნო 4 კვირის განმავლობაში, 13:00 საათზე. პირველ შეხვედრაზე მოწვეული სპეციალისტი იყო თეა გოგოტიშვილი. შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, სადაც მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, გაეგოთ უფრო მეტი მათთვის საინტერესო თემებზე.

10644944_879095982134631_3489228756432101267_nროგორც ქალბატონმა თეამ აღნიშნა, იგი პოზიტიურად უყურებს დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრის მოღვაწეობას. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ცენტრის ხელმძღვანელის აქტიურობაზე, რაც გამოიხატება რეგულარულად ჩატარებულ საინტერესო სემინარებში, რომელიც სტუდენტებსა და ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, მოისმინონ და გაიზიარონ რიგ საკითხებში წარმატებული ადამიანების ცოდნა და გამოცდილება, რაც არსებითი და ყველა პროფესიისთვის საჭიროა.

გთავაზობთ ფსიქოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის, ნინო კერესელიძის კომენტარს აღნიშნულ მასტერკლასებთან დაკავშირებით:

ნინო კერესელიძე„დავითიანნის დსიქოლოგიის ცენტრი იწყებს ახალ პროექტსრომელიც საინტერესო იქნება როგორც ფსიქოლოგიით დაინტერესებული პირებისთვის, ასევე ფსიქოლოგებისთვისაც. მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ პრაქტიკული ჩვევები ისეთი წამყვანი სპეციალისტებისგან, რომლებიც

05

მრავლად არაინ ჩართულნი აღნიშნულ პროექტში. თითოეული ლექტორი განიხილავს საინტერესო და მნიშვნელოვან ქეისებს, რომლებზეც მოეწყობა დისკუსია, მსჯელობა, პრობლების გადაჭრის გზების ძიაბა და ა.შ. თითოეულ დამსწრეს ექნება საშუალება დასვას კითხვები და ამომწურავად მიიღოს ინფორმაცია“.

წინა გვერდი თბილისის საკრებულოსა და საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნს" შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

ელიას მთა, წმინდა სამების საკათედრო ტაძარი

ორშ -პარ 8.00 – 18.00

სასარგებლო ბმულები

ჩვენ შესახებ

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა დავითიანნი 2007 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II დააფუძნა

 

თვითონ სახელი “დავითიანნი” დაკავშირებულია ორი უდიდესი მეფის მეფე დავით აღმაშენებლისა და დავით მეფსალმუნის სახელთან.