კონტაქტი +995 (32) 2-144-177
მუშაობის საათები ორშ -პარ 8.00 - 18.00

კონკურსი „წიგნის მეგობრები“


გაცნობებთ, რომ ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნისა“ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ტარდება ლიტერატურული კონკურსი „წიგნის მეგობრები“ სკოლის მოსწავლეებისთვის. აღნიშნული პროექტი საქართველოს საპატრიარქოსა და კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის პატრონაჟით ხორციელდება. კონკურსი ჩატარდება წელიწადში ერთხელ. როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ კონკურსში;

ამ ეტაპზე ტარდება პირველი საპილოტე კონკურსი. სადაც მონაწილეობას 8 სკოლა იღებს. მონაწილეობის მისაღებად„დავითიანნმა“ შეარჩია თბილისის ექვსივე რაიონიდან შემდეგი სკოლები: № 1 ექსპ, №23, №161, №64, №130, №138, №180, და რუსთავის №11 საჯარო სკოლები. სკოლების შერჩევისას გათვალისწინებულ იქნა, „დავითიანნის“ სხვადასხვა პროექტებში მათი აქტიურობა,მოსწავლეთა რაოდენობა და ეთნიკური მდგომარეობა.

საპილოტე კონკურსში მონაწილეობას იღებს ორი ასაკობრივი კატეგორია: V-VI და IX-X კლასები და თითოეული ასაკობრივი კატეგორიიდან 3-3 გუნდი. მონაწილეები ზაფხულის განმავლობაში ემზადებოდნენ კონკურსისათვის და წაიკითხეს საკონკურსო ლიტერატურა. ჩამონათვალიც განათლების სამინისტროს ექსპერტების მიერ შეირჩა.

საპილოტე პროექტში მონაწილე სკოლების გუნდები, ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით ერთმანეთს ეჯიბრებიან I, II და III (ანუ ფინალურ) ეტაპებზე. 16 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა კონკურსის I და II ეტაპი.

რაც შეეხება ფინალს, სადაც ითამაშებს 8 გუნდი (5–6 კლასის 4 გუნდი და 9–10 კლასის 4 გუნდი), გაიმართება 7 დეკემბერს, 12:00 საათზე. გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ, მოხდება კონკურსანტების დაჯილდოვება. ღონისძიება ჩატარდება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (მის: ქ. თბილისი, ლ. გუდიაშვილის ქ. № 7 , მე-3 კორპუსის დიდ დარბაზში).

საბოლოოდ გამოვლინდება 2 გამარჯვებული, ორივე ასაკობრივი კატეგორიიდან, სწორედ მათთვის იქნება განსაკუთრებული სიურპრიზი. გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან 10 დღიანი საგზურით ფშავ-ხევსურეთში, სხვადასხვა სამახსოვრო პრიზით კლუბისგან და პარტნიორი კომპანიებისგან.






წინა გვერდი ფილმი – ფილადელფია

ელიას მთა, წმინდა სამების საკათედრო ტაძარი

ორშ -პარ 8.00 – 18.00

სასარგებლო ბმულები

ჩვენ შესახებ

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა დავითიანნი 2007 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II დააფუძნა

 

თვითონ სახელი “დავითიანნი” დაკავშირებულია ორი უდიდესი მეფის მეფე დავით აღმაშენებლისა და დავით მეფსალმუნის სახელთან.