კონტაქტი +995 (32) 2-144-177
მუშაობის საათები ორშ -პარ 8.00 - 18.00

კინოკლუბი "მზესუმზირა" 5 ოქტომბერს ესტუმრა კოდის დევნილთა დასახლებას

კინოკლუბი “მზესუმზირა” 5 ოქტომბერს ესტუმრა კოდის დევნილთა დასახლებას, სადაც მოეწყო ფილმის ჩვენება „ ბედნიერების კვალდაკვალ“ . მისი დასრულების შემდეგ სპეციალურად მოწვეული ფსიქოლოგი სალომე საბიაშვილი მაყურებელს გაესაუბრა და გაიმართა დისკუსია ფილმის თემატიკის შესახებ. ღონისძიების მეორე ნაწილი კონცერტს მოიცავდა, რომელიც კოდის სათემო განათლების ცენტრის ახალგაზრდული კლუბის მიერ იყო ორგანიზებული. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს კულტურის სახლის მოსწავლეებმა, რომელიც აერთიანებდა ქართულ-ხალხურ სიმღერებს და ლექსებს. ლექსები წაიკითხეს დავითიანნის წარმომადგენლებმაც. ასევე ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კოდის დევნილთა დასახლებაში არსებული ქურთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები. ღონისძიებამ საინტერესოდ ჩაიარა.

Previous დავითიანნის ახალგაზრდებმა რთველში მიიღეს მონაწილეობა

ელიას მთა, წმინდა სამების საკათედრო ტაძარი

ორშ -პარ 8.00 – 18.00

სასარგებლო ბმულები

ჩვენ შესახებ

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა დავითიანნი 2007 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II დააფუძნა

 

თვითონ სახელი “დავითიანნი” დაკავშირებულია ორი უდიდესი მეფის მეფე დავით აღმაშენებლისა და დავით მეფსალმუნის სახელთან.