კონტაქტი +995 (32) 2-144-177
მუშაობის საათები ორშ -პარ 8.00 - 18.00

პროექტი „გახდი გარემოსდამცველი“

პროექტი „გახდი გარემოსდამცველი“ ხორციელდება ორგანიზაცია დავითიანნის გარემოსდაცვითი კომიტეტის ორგანიზებით. პროექტის ფარგლებში ჩატარდება 2 დღიანი ტრენინგ–კურსი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ინფორმაციას მიიღებენ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით და აიღებენ პასუხისმგებლობას, გარემოსდაცვითი პროექტი განახორციელონ თავიანთი ორგანიზაციის ეგიდით.
პროექტის ფარგლებში, მონაწილეები მიიღებენ თეორიულ ცოდნას და შემდეგ მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ პრაქტიკულ სამუშაოებში.
პროექტი ხელს შეუწყობს, სხვადასხვა ორგანიზაციებს თავისი წვლილი შეიტანონ გარემოს დაცვის საკითხებში და თავადაც გაუზიარონ მიღებული ცოდნა დაინტერესებულ პირებს.
პროექტის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და ხელი შეეწყობათ, რათა პროექტის დასრულებიდან უახლოესი 2 თვის განმავლობაში, მსგავსი ტრენინგები თავიანთი ორგანიზაციების ეგიდით ჩაატარონ.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია.
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 4 ივნისი.

გახდი გარემოსდამცველი:

https://docs.google.com/forms/d/10i1nqwQ2FRnMBZA5nUDrgj4wQ7n5AUvnB0svzufm9do/edit

Previous პროექტი "წიგნის მეგობრები "

ელიას მთა, წმინდა სამების საკათედრო ტაძარი

ორშ -პარ 8.00 – 18.00

სასარგებლო ბმულები

ჩვენ შესახებ

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა დავითიანნი 2007 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II დააფუძნა

 

თვითონ სახელი “დავითიანნი” დაკავშირებულია ორი უდიდესი მეფის მეფე დავით აღმაშენებლისა და დავით მეფსალმუნის სახელთან.