კონტაქტი +995 (32) 2-144-177
მუშაობის საათები ორშ -პარ 8.00 - 18.00

 

25 თებერვალი – საბჭოთა ოკუპაციის დღე
საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (1918 წლის 26 მაისი) სამ წელში, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო.
რუსეთის წითელი არმია ჩვენს ქვეყანაში 12 თებერვალს შემოიჭრა. რუსეთის მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან აღუდგნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა.
25 თებერვალს, კოჯორში შეტაკების დროს 30 ქართველი იუნკერი მოკლეს მათთან ერთად, დაიღუპა მოწყალების და, მწერალთა კავშირის თავმჯდომარის კოტე მაყაშვილის ქალიშვილი – მარო მაყაშვილი. ამის მიუხედავად პოზიციებს კვლავ ქართული ნაწილები აკონტროლებდნენ. 8 დღის განმავლობაში იუნკერებმა რუსებს ტაბახმელასთან გამართული ყველა შეტაკება მოუგეს.

ელიას მთა, წმინდა სამების საკათედრო ტაძარი

ორშ -პარ 8.00 – 18.00

სასარგებლო ბმულები

ჩვენ შესახებ

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა დავითიანნი 2007 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II დააფუძნა

 

თვითონ სახელი “დავითიანნი” დაკავშირებულია ორი უდიდესი მეფის მეფე დავით აღმაშენებლისა და დავით მეფსალმუნის სახელთან.