კონტაქტი +995 (32) 2-144-177
მუშაობის საათები ორშ -პარ 8.00 - 18.00

ზაზა ბერიკიშვილი

ზაზა ბერიკიშვილი – ერთგული დავითანნელი
ზაზა დავითიანნის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულია, რომელიც დღემდე ერთ-ერთ ყველაზე აკტიურ დავითიანნელად ითვლება. მეგობრული, ერთგული, მხიარული, ენთუზიაზმით სავსე, ასე იცნობენ მას დავითიანნში. ზაზა ჩართულია სხვადასხვა პროექტში, რომელსაც დავითიანნი ახორციელებს. დავითიანნი მისი მადლობელია და წარმატებებს უსურვებს.

ზაზა ბერიკიშვილი დავითიანნზე:დავითიანნში დაახლოებით 5 წლის წინ მოვედი მეგობრის რჩევით და დავიწყე სწავლა. ვიღებდი მონაწილეობას დავითიანნის ორგანიზებით გამართულ სკოლებს სორის შეჯიბრებებში და სხვადასხვა ლიტერატურულ კონკურსში. 2009-2010 წლებში ვიყავი კრეატიული ჯგუფის ერთ-ერთი მოხალისე წევრი.

დავითიანნი ჩემთვის მეორე ოჯახია, თითქმის ყველას ვიცნობ, ყველასთან ძალიან თბილი ურთიერთობა მაქვს და ვცდილობ ყველაფერში დავეხმარო, მიუხედავად იმისა, რომ მე დავითიანნში დღეს უკვე რაიმე გარკვეული მოვალეობა არ მაკისრია

Previous Intouchables

ელიას მთა, წმინდა სამების საკათედრო ტაძარი

ორშ -პარ 8.00 – 18.00

სასარგებლო ბმულები

ჩვენ შესახებ

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა დავითიანნი 2007 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II დააფუძნა

 

თვითონ სახელი “დავითიანნი” დაკავშირებულია ორი უდიდესი მეფის მეფე დავით აღმაშენებლისა და დავით მეფსალმუნის სახელთან.