საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნისა და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა კონკურსი “ლორე–ტაშირის ქართული ძეგლები”, პროექტის ფარგლებში “სტუდენტები ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების გადასარჩენად”. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნულ საკითხზე მხარეებს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
პროექტი მიზნად ისახავდა დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების უკეთ შესწავლასა და მათ პოპულარიზაციას.
პროექტი ხორციელდებოდა 2012 წლის აპრილიდან ივნისის ჩათვლით და მასში მონაწილეობა მიღო 76–მა სტუდენტმა. ნაშრომები მივიღეთ საქართველოს რეგიონებიდანაც: ახალქალაქი, თელავი და სხავდასხვა კუთხეებიდან. კონკურში მონაწილეობის მიღება შეეძლო საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის ყველა სტუდენტს.
პროექტის თანამონაწილე გახლდათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. სწორედ მათ მიერ დაკომპლექტდა კომპეტენტური ჟიური.
ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის, დარეჯან თვალთვაძისა და დეკანის მოადგილის, თედო დუნდუას, ხელმძღავნელობით ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შეიქმნა სპეციალური კომისია პროფესორების ზაზა სხირტლაძისა და ნათელა ჯაბუას და დოქტორანტების, ნატო სონღულაშვილისა და დიმიტრი სილაქაძის შემადგენლობით.
ჟიურის მიერ გამოვლინდა I, II, III ადგილოსნები, რომელთათვისაც გათვალისწინებულია ფულადი ჯილდოები:
I ადგილი 700 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) ნანა შეყლაშვილი სასულიერო აკადემიის სტუდენტი, ნაშრომით ლორე-ტაშირის ისტორიული გეოგრაფია.
II ადგილი 500 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) გოჩა ყარყარაშვილი სასულიერო აკადემიის სტუდენტი, ნაშრომით “ლორე–ტაშირი 1918-1921 წლებში.”
III ადგილი 300 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) ნინო ლობჟანიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელნმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ნაშრომით “ჰუჯაბის სამონასტრო კომპლექსები.”
როგორც დაგეგმილი იყო, კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა 15 საუკეთესო ნაშრომის მფლობელი, რომლებისთვისაც გათვალისწინებულია ჯილდო, ექსპედიცია ლორე–ტაშირში და მათი ნაშრომების თარგმნა ინგლისურ და რუსულ ენებზე.
ლორე–ტაშირი გამარჯვებულები
1. ნანა შეყლაშვილი სასულიერო აკადემია
2. გოჩა უყარყარაშვილი სასულიერო აკადემია
3. ნინო ლობჯანიძე თსუ
ნომინაცია საუკეთესო ნამუშევრები
4. ნინო ლაღაძიშვილი სასულიერო აკადემია
5. ფისო ადეიშვილი სასულიერო აკადემია
6. ნინო ნათენაძე თსუ
7. შორენა ხუჩიშვილი თსუ
8. ხათუნა ლობჯანძე თსუ
9.ვასილ თხელძე თსსუ
10. გიორგი კიკნაძე საქართველოს აკადემაი
11. ნინი ჭოლაძე ანდრიას უნივერსიტეტი
12. მარიამ აბაშიზე თელავის იაკობ გოგებაშვილის უნივერსიტეტი
13. ქეთევან ხარაშილი
14. ლაურა გოტიაშვილი თსუ
15. ნია სვანაძე თსუ
Comments are closed.