საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული
ახალგაზრდული მოძრაობა
„დავითიანნი“ და საინიციატივო ჯგუფი „მაძიებელი“
- ი წ ყ ე ბ ს პ რ ო ე ქ ტ ს „ტ ა ლ ა ნ ტ ი“
პროექტის მიზანია განსაკუთრებით ნიჭიერი მოსწავლე_ახალგაზრდების გამოვლენა, მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი ნიჭის რეალიზების ხელშეწყობა.
პროექტი ხელს შეუწყობს ნიჭიერ ბავშვებს ერთმანეთთან დაახლოებაში. თანატოლის წარმატებების გასაცნობად გაიმართება სისტემატური შეხვედრები, ღონისძიებები, პრეზენტაციები, გამოფენა-გაყიდვები, კონკურსები, მოეწყობა თემატური და სეზონური ბანაკები. თემატურ მასტერკლასებს ქვეყნის წარმატებული პროფესიონალები წარუძღვებიან. ახალგაზრდები ინფორმირებული იქნებიან ქვეყნის ფარგლებში და მის გარეთ სხვადასხვა კონკურსების შესახებ. წელიწადში ერთხელ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოზარდების მონაწილეობით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება, სადაც კიდევ ერთხელ მიეცემათ საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირების საშუალება. მოზარდთა ინტერესების შესაბამისად შეიქმნება კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრები, პროფილური კლუბები და სტუდიები. პროექტი დაეხმარება განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვებს მათი შემოქმედების საზოგადოებისათვის გაცნობის მიზნით, წიგნების, კრებულების, კატალოგების, აუდიო და სხვა სახის ბეჭდვითი პროდუქციის გამოშვებაში, გამოფენების მოწყობაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გაეცნობა განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდების საქმიანობის ყოველწლიური მონიტორინგის შედეგებს. გამოვლენილ ახალგაზრდებს მიენიჭებათ „საქართველოს ნიჭიერის“ სტატუსი და გადაეცემათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაწესებული დიპლომი.
გამოვლენილ ახალგაზრდებს ფართო საზოგადოება მასმედიის მეშვეობით გაიცნობს, რაც მათ თანატოლებსაც წაახალისებს.
განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვების არასტანდარტულობის გათვალისწინებით, სურვილისამებრ, მშობლებისთვის ჩატარდება ფსიქოლოგის კონსულტაციები, რაც მშობელს გაუადვილებს შვილთან ურთიერთობას და დაეხმარება მისი ნიჭის რეალიზებაში.
Zalian saintereso proeqtia me ar var saqartveloshi dabadebuli maqgram aq vcxovrob moqalaqe var saqartvelos zalain miyvars saqarvelo da misi macxovreblebi imedi maqvs shemezleba am proeqtshi monawileobis migeba madloba yvela. miyvarxart qartvelebooo.