კონკურსები
იდეა-პროექტების საგრანტო კონკურსი: „გადმოეცი ქრისტიანობის 1700 წლიანი მემკვიდრეობა თანამედროვე ენით“
საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ ბიზნეს სექტორის (კომპანია „კოდალას“, კომპანია “მიოლერის” ) მხარდაჭერით, აცხადებს საპროექტო იდეების საგრანტო კონკურსს „ახალგაზრდებში ქრისტიანული ღირებულებების განმტკიცების მხარდასაჭერად“, რომელიც ეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს.
ჰუმანიტარული გზავნილის შეგროვების ადგილები ეპარქიებში 👇
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ინიციატივითა და ორგანიზებით ა.წ. 27 თებერვლიდან, კვირიდან, თბილისის ყველა მოქმედ ტაძარში, წინმაძღვრებთან შეთანხმებით, დაიწყო არაფუჭებადი პროდუქტისა (ბურღულეული, ზეთი, ფქვილი წყალი ა.შ. ) და პირველადი დახმარების მედიკამენტების შეგროვება უკრაინის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით. ქვემოთ გთავაზობთ, ეპარქიებში გზავნილის მიტანის ადგილს და საკონტაქტო ინფორმაციას. დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: T. 599743547
დავითიანნის ოფიციალური განცხადება: 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე ,(რომელიც დავითიანნის ორგანიზებით იმართება) გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ
ა.წ 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძრის გალავანთან საღამოს დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით, ჩვენი მხირდან, არაოიფიციაუალურად,ტექნიკური შეცდომის გამო,გავრცელდა არასწორი ინფორმაცია და კონცერტის მონაწილეთა შორის დასახელდნენ ის პიროვნებები და ანსამბლები რომლებთანაც შეთანხმება ვერ შედგა, გამომდინარე იქიდან,რომ 17მაისს თბილისში არ იმყოფებიან,ესენი გახლავთ: ანსამბლი „შვიდკაცა“, აჩიკო ნიჟარაძე, ნინო ქათამაძე, ნატო მეტონიძე. გაუგებრობისთვის და შეცდომაში შეყვანისთვის ბოდიშ ვუხდით მათ და საზოგადოებას! და მოვუწოდებთ ყველას,თავი შეიკავონ ზემოთ აღნიშნული მუსიკოსების კრიტიკისა და შეურაწყოფისაგან! ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნი”-ს ადმინისტრაცია.





