წმინდა 100 000 ქართველი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, მეტეხის ხიდზე მოწამეთა სახელზე პარაკლისი შესრულდა. პარაკლისი ტაო-კლარჯეთისა და ახალციხის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ აღავლინა. პარაკლისზე ასევე იმყოფებოდა მარტყოფის მიტროპოლიტი თადეოზი და გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა.
პარაკლისის დასრულების შემდეგ მეტეხის ხიდზე მყოფმა მლოცველებმა ხიდიდან წმინდა მოწამეთა პატივსაცემად მტკვარში ყვავილები ჩაყარეს.
Comments are closed.