კონტაქტი +995 557 96 24 56
მუშაობის საათები ორშ -პარ 12:00 - 18:00

დავითიანნის ღირებულებათა მანიფესტი

“დავითიანნი” არის საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მიზანია ქართველი ერის თვითმყოფადობის დაცვა და გაძლიერება ეროვნული და ქრისტიანული ფასეულობების შენარჩუნების გზით

ჩვენი ღირებულებები:

 

1.მართლმადიდებელი სარწმუნოება

ჩვენი იდენტობის ფუნდამენტი — სულიერი ღირებულება, რომელიც აყალიბებს ჩვენს ხედვას, ქმედებას და საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას.

🔻მთავარი იდეა: ქრისტიანული ფასეულობების დაცვა და სარწმუნოებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნება

🔻პრაქტიკა:

° ღვთის მსახურება სიყვარულით, სასოებით და სიმდაბლით

° საეკლესიო საიდუმლოებებში თანამონაწილეობა

ბიბლიური ციტატა:

„ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე“ — იოანე 20,28-29

 

  1. ერთსულოვნება

ერთობა და ურთიერთგაგება ქმნის იმ ძალას, რომელიც აძლიერებს ერს, გუნდს და მოძრაობას.

🔻მთავარი იდეა ეროვნული და ადამიანური ერთობა

🔻პრაქტიკა:

° ჯანსაღი და ძლიერი კავშირების განვითარება

° პარტნიორობისა და თანადგომის კულტურის გაღრმავება

ბიბლიური ციტატა:

„რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათჳს, მუნ ვარ მე მათ შორის“  – მათე 18,20

 

  1. პასუხისმგებლობა

სრულყოფილებისკენ სწრაფვა არის პიროვნული ზრდა, პროფესიონალიზმი და საზოგადოებრივი მსახურება.

🔻მთავარი იდეა: სრულყოფილებისკენ სწრაფვა.

🔻პრაქტიკა:

° პიროვნული განვითარება- საკუთარი პოტენციალის მუდმივი ძიება და განვითარება,

° პროფესიონალიზმი: -მაღალი სტანდარტების დაცვა, გამორჩეული შედეგების მიღწევა

° საზოგადოებრივი მსახურება – სამართლიანობით, პატიოსნებით, ენთუზიაზმითა და პროფესიული ძალისხმევით ქვეყნისა და საზოგადოების მსახურება;

ბიბლიური ციტატა:

„იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაი თქუენი ზეცათაი სრულ არს“ – მათე 5,48

  1. თანაგრძნობა

ადამიანებზე ზრუნვა იწყება გულწრფელი თანაგრძნობით მწუხარებასა და სიხარულში თანამონაწილეობით.

🔻მთავარი იდეა: ადამიანური სითბო და მხარდაჭერა

🔻პრაქტიკა: გულწრფელი თანაგრძნობა მწუხარებასა თუ ლხინში, კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ სწრაფვა.

ბიბლიური ციტატა:

„შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ — მათე 19,19

 

  1. კეთილშობილობა

შემწყნარებლობა, მადლიერება და დიდსულოვნება ქმნის იმ ატმოსფეროს, სადაც ურთიერთობები ყვავის.

პრაქტიკა:

🔻მთავარი იდეა: მადლიერება, გულწრფელი ურთიერთობები და სულიერი სითბო

🔻პრაქტიკა:

° ადამიანთა გაგება და პატივისცემა

° ბუნებისა და ადამიანების მიმართ კეთილგანწყობის შენარჩუნება

ბიბლიური ციტატა:

„კეთილმან კაცმან კეთიკისაგან საუნჯიაა გულისა თჳსისა გამოიღის კეთილი“ – ლუკა 6,45

 

  1. სამართლიანობა

სამართლიანობა არის ღირებულება, რომელიც იცავს ჭეშმარიტებას, ღირსებას და

თანასწორობას ის ქმნის ნდობას და აყალიბებს სამოქალაქო კულტურას.

🔻მთავარი იდეა: ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული თანასწორობა და ღირსება

🔻პრაქტიკა:

° სამართლიანი გადაწყვეტილებების ურთიერთობებში მიღება პირად და საზოგადოებრივ

° ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობა

° სიმართლის დაცვა, როცა ეს რთულია

ბიბლიური ციტატა:

„სამართლიანად განიკითხეთ და ნუ იყოფით პირისამებით“ — იოანე 7,24

ჩვენი მოქმედების პრინციპები :

დავითიანნის ყველა ინიციატივა — იქნება ეს არაფორმალური განათლება, პროექტები თუ საჯარო ღონისძიებები, ემყარება ამ ღირებულებებს. ჩვენ ვმოქმედებთ რწმენით, პასუხისმგებლობით და ერთსულოვნებით. ყოველი წევრი მოწოდებულია, იყოს ამ ფასეულობების მატარებელი და გამავრცელებელი

ელიას მთა, წმინდა სამების საკათედრო ტაძარი

ორშ -პარ 12.00 – 18.00

ჩვენ შესახებ

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა დავითიანნი 2007 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II დააფუძნა

 

თვითონ სახელი “დავითიანნი” დაკავშირებულია ორი უდიდესი მეფის მეფე დავით აღმაშენებლისა და დავით მეფსალმუნის სახელთან.