კონტაქტი +995 557 96 24 56
მუშაობის საათები ორშ -პარ 12:00 - 18:00

გამოკითხვის შედეგად თეატრი პირველ ადგილზე გავიდა

დავითიანნის საიტზე მიმდინარეობდა გამოკითხვა, რომელშიც 100-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხვა მიზნად ისახავდა გამოევლინა რომელი ადგილი უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს თეტრი, კინო თუ მუზეუმი. კითხვაზე სად ისურვებდით თავისუფალი დროის გატარებას გამოკითხულთა 50%-მა უპასუხა თეატრი, რაც შეიძლება ითქვას, რომ გასაკვირიც არის. ვინაიდან დღესდღეობით ჩვენთან კინო უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე თეატრი. თუმცა ამ გამოკითხვამ სხვა შედეგები გვაჩვენა. მეორე ადგილზე რათქმაუნდა კინო გავიდა 28.33%-ით. არცერთი მათგანით არ ინტერესდება გამოკითხულთა 14.17%. ალბათ არც უნდა იყოს გასაკვირი რომ ბოლო ადგილი მუზეუმს ხვდა წილად. სამწუხაროდ ძალიან ცოტა ადამიანი თუ ინტერესდება ადგილობრივი მუზეუმების მონახულებით მაშინ, როცა ფასი საკმაოდ დაბალია. სამწუხარო რეალობას წარმოადგენს ის, რომ მოსახლეობის უმრავლესობას უცხო ქვეყნის მუზეუმები აქვს ნანახი და საკუთარი კი არა. ვიმედოვნებთ მომავალში ეს სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება და განსაკუთრებით ახალგაზრდები დაინტერესდებიან ადგილობრივი მუზეუმებით და თუნდაც ერთხელ მაინც ეწვევიან და ნახავენ მას.

წინა გვერდი ჯვართამაღლების დღესასწაული "დავითიანნის" მიერ აღმართულ ჯვართან

ელიას მთა, წმინდა სამების საკათედრო ტაძარი

ორშ -პარ 12.00 – 18.00

ჩვენ შესახებ

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა დავითიანნი 2007 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II დააფუძნა

 

თვითონ სახელი “დავითიანნი” დაკავშირებულია ორი უდიდესი მეფის მეფე დავით აღმაშენებლისა და დავით მეფსალმუნის სახელთან.