დავითიანნმა და “წგინის მეგობრების კლუბმა” დღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის კითხვისადმი
მიძღვნილი ღონისძიება გამართა, რომელსაც სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დაესწრო .თავდაპირველად წაკითხულ იქნა ბიბლიის მე–2 თავი. ახალგაზრდებმა პოეტ დავით მაღრაძესთან ერთად, განიხილეს ვაჟა-ფშაველას შემოქმედება. ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ცნობილი მსახიოებები გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, მოსწავლეები და კიდევ სხვა მრავალი ადამიანი.
უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, შაბათი დღე,
წიგნის კითხვის დღედ არის გამოცხადებული. ყოველ შაბათს,
საქართველოს სხვადასხვა ბიბლიოთეკაში, ცნობილი
ქართველი და უცხოელი მწერლებისა თუ პოეტების შემოქმედების
განხილვა მიმდინარეობს. ამ კვირის შაბათი დღე, ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას მიეძღვნა.
Comments are closed.