ჩელიაბინსკის მეტეორიტი
ჩელიაბინსკის რაიონში მომხდარი მეტეორული სხეულის აფეთქება — მოხდა 2013 წლის 15 თებერვალს დილით, რუსეთის ტერიტორიაზე. ჩელიაბინსკის ოლქში ჩამოვარდნილი მეტეორის აფეთქების სიმძლავრე NASA-ს ინფორმაციით 500 კილო-ტონამდე იყო, რაც ჰიროსიმაში ატომური ბომბის აფეთქების სიმძლავრეს 30-ჯერ აღემატება.
მეტეორიტი აფეთქდა ქალაქ ჩელიაბინსკის სიახლოვეს, რასაც დიდი ნათება მოჰყვა. წინასწარი შეფასებით, მატერიალურმა ზარალმა მილიარდ რუბლს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ ურალში მეტეორიტის ჩამოვარდნის გამო არც ერთი ჰაერში მყოფი თვითმფრინავი არ დაზიანებულა. ციდან ჩამოვარდნილი ცეცხლოვანი ობიექტის ყველაზე დიდ მასებს ამ დრომდე ეძებენ ჩელიაბინსკის ოლქში.
აგრეთვე ცნობილია, რომ ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ — NASA-მ საფეხბურთო მოედნის ნახევრის ზომის ასტეროიდი დააფიქსირა, რომელმაც დედამიწიდან 27,7 კილომეტრის დაშორებით ჩაიარა.
Comments are closed.