18 ნოემბერს საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნის” კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტმა გამართა შეხვედრა მრგვალი მაგიდის ირგვლივ თემაზე – სომხეთში არსებული ქართული ძეგლები. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ სომხეთში ქართულ ტაძრებში, სარეკონსტრუქციო სამუშაოები ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად მიმდინარეობს. “დავითიანნისა” და ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის საექსპედიციო დელეგაცია რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა სომხეთში, კერძოდ ლორე–ტაშირში. სადაც მათ ხელოვნებათმცოდნეებთან და არქიტექტორებთან ერთად მოინახულეს და შეაფასეს ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები, კერძოდ ახტალა და ქობაერი. მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე განხილულ იქნა ექსპედიციის შედეგები, რომელიც არც თუ ისე სახარბიელოა. წამოიჭრა სხვადასხვა სახის პრობლემა, რომელიც უკავშირდება სომხეთში არსებულ ქართულ ტაძრებს. საუბარი იყო იმაზე თუ, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს არსებული პრობლემის მოსაგვარებლად. გამოთქმულ რეკომენდაციებში გამოიკვეთა არმენოლოგების საჭიროების საკითხი, აგრეთვე კვლევებზე დაყრდნობით შესაბამისი მასალების მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენა. ღონისძიებას ესწრებოდა ხელოვნების ცენტრის დირექტორი მაკა დვალიშვილი, ენათმეცნიერი ტარიელ ფუტკარაძე, ხელოვნებათმცოდნე ნოდარ არონიშაძე და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები. „დავითიანნის“ კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტი აქტიურად განაგრძობს ამ საკითხებზე მუშაობას.
httpv://www.youtube.com/watch?v=X2Vz47t12lI
Comments are closed.