მოძრაობა დავითიანნის ფსიქოლოგიური ცენტრის ორგანიზებით თბილისის სკოლებში დაიწყო შეხვედრები მოსწავლეებთან ძალადობასთან დაკავშირებით. პარასკევს, 28 ნოემბერს სემინარი ჩატარდა პირველი შეხვედრა 183-ე სკოლის მოსწავლეებთან. შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი თემები:
- ბავშვთა უფლებების მიმოხილვა;
- ძალადობა ოჯახში;
- ბულინგი;
- ძალადობა სკოლაში და კონფლიქტების მართვა;
შეხვედრის ბოლოს ჩატარდა ვორქშოფი. ბავშვებმა დიდი დაინტერესება გამოხატეს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და აქტიურად ჩაერთვნენ სემინარის ინტერაქტიულ ნაწილში. დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრი აგრძელებს სხვადასხვა სკოლებთან თანამშრომლობას, რათა კიდევ უფრო მეტი ბავშვი იყოს ინფორმირებული და კიდევ უფრო მეტმა გააცნობიეროს ძალადობის პრობლემა, მისი უარყოფით მხარეები.
ნინო მარეხაშვილი (ფსიქოლოგიის ცენტრის თანამშრომელი):
„ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან მაქსიმალური აქტიურობა და ჩართულობა იყო მოსწავლეების მხრიდან. მათი დაინტერესება აშკარად იგრძნობოდა. ამიტომაც შეხვედრები გაგრძელდება სხვა სკოლებშიც და ველით უფრო დიდ ჩართულობას“
Comments are closed.