„წიგნის მეგორბრები“ გახლავთ კონკურსი მოსწავლეებისათვის, რომელიც ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნისა“ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. აღნიშნული პროექტი საქართველოს საპატრიარქოსა და კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის პატრონაჟით ხორციელდება. კონკურსი ჩატარდება წელიწადში ერთხელ. როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ კონკურსში.
2012 წლიდან აღნიშნულ პროექტზე დავითიანნი მუშაობს ექსპერტ ქ-ნ. ნატო ონიანთან, მაია ინასარიძესთან და შორენა თეთრუაშვილთან ერთად, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ ურთიერთთანამშრომლობსთვის. კონკურსის ჩატარებას ორგანიზებას უწევს „დავითიანნთან“ არსებული ლიტერატურული კლუბი „დალკი“.
კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში წიგნის კითხვისადმი ინტერესის გაზრდა და მათი ინტელექტუალურ-ანალიტიკური აზროვნების განვითარების ხელშეწყობა.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: სასკოლო, რაიონული და საფინალო ეტაპები.
საკონკურსო თემატიკა იქნება :
1. ქართული ლიტერატურა; წინასწარ გამოქვეყნებული და ასაკობრივი
კატეგორიების მიხედვით გადანაწილებული საკონკურსო ლიტერატურის წაკითხვა და გააზრება.
2. უცხოური ლიტერატურა; წინასწარ გამოქვეყნებული და ასაკობრივი
კატეგორიების მიხედვით გადანაწილებული საკონკურსო ლიტერატურის წაკითხვა და გააზრება.
3. ხალხური პოეზია; წინასწარ გამოქვეყნებული და ასაკობრივი კატეგორიების
მიხედვით გადანაწილებული საკონკურსო ლიტერატურის წაკითხვა და გააზრება.
4. დებატების კულტურა; საკუთარი მოსაზრების გამოხატვისა და დაცვის უნარი.
თავდაპირველად კონკურსი ჩატარდება თბილისის მასშტაბით, თუმცა ეტაპობრივად საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიც ჩაერთვებიან. მონაწილეთა ასაკი განისაზღვრება V-დან XI კლასის ჩათვლით (დაახლოებით 10 -დან 16 წლამდე).
პირველი საპილოტე პროექტი, ჩატარდება 2013 წლის ოქტომბერში. საპილოტე პროექტში მონაწილეობის მისაღებად „დავითიანნმა“ შეარჩია თბილისის ექვსივე რაიონიდან შემდეგი სკოლები: # 1 ექსპ, # 23, #161, #64, #130, #138, #180, და რუსთავის #11 სკოლა. სკოლების შერჩევისას გათვალისწინებულ იქნა, „დავითიანნის“ სხვადასხვა პროექტებში მათი აქტიურობა, მოსწავლეთა რაოდენობა და ეთნიკური მდგომარეობა.
საპილოტე კონკურსში მონაწილეობას მიიღებს ორი ასაკობრივი კატეგორია: V-VI და IX-X კლასები. სკოლებიდან უკვე შერჩეულია თითო ასაკობრივი ჯგუფიდან 3-3 გუნდი, რომლებიც ზაფხულის განმავლობაში მოემზადებიან კონკურსისათვის და წაიკითხავენ საკონკურსო ლიტერატურას, რაც მათ სასწავლო წლის დასრულებამდე გადაეცემათ. საკონკურსო ლიტერატურა მოიცავს მსოფლიო და ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს.
საბოლოოდ გამოვლინდება 2 გამარჯვებული ორივე ასაკობრივი კატეგორიიდან, სწორედ მათთვის იქნება განსაკუთრებული სიურპრიზი. I, II ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან 10 დღიანი საგზურით ფშავ-ხევსურეთში. ასევე დასაჩუქრდებიან პედაგოგები შესაბამისი პრიზებით.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს სკოლებში კონკურსანტებთან შეხვედრა და მათთვის კონკურსის პირობების დეტალურად გაცნობა.
ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პროექტ „წიგნის მეგობრების“ ფარგლებში გამოვლინდება 100 ნაწარმოები, რომელიც სასურველია, რომ ბავშვმა წაიკითხოს სკოლის ასაკში დამატებით, სასწავლო მასალის პარალელურად. აღნიშნული დაგვეხმარება მოზარდთათვის საკითხავი წიგნების სწორად შერჩევაში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სკოლის ასაკის ბავშვებში წიგნიერების დონის გაზრდას. ნაწარმოებების ჩამონათვალი ცნობილი გახდება ოქტომბერში, კონკურსის მსვლელობისას.
Comments are closed.