ნელი შავლაძე – დავითიანნის აღმოჩენა ნელი დავითიანნში უკვე წელიწადზე მეტია რაც არის. თავდაპირველად მისი საქმიანობა დავითიანნის სხვადასხვა მიმართულებებში ჩართულობას მოიცავდა. ამჟამად ნელი წარმატებით ხელმძღვანელობს ახალგაზრდა მეცნიერთა და ანალიტიკოსთა დარბაზ ,,დოქტრინა“-ს სალექციო კურსს, რომელმაც დიდი დაინტერესება გამოიწვია ახალგაზრდებში. ნელი არის ძალიან მშვიდი, წყნარი და გაწონასწორებული ადამიანი. ის ყოველთვის პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს და ძალ-ღონეს არ იშურებს მის შესასრულებლად. მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ყოველთვის კარგად ასრულებს. ნელის სახით დავითიანნს ჰყავს საიმედო თანამშრომელი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნელი დიდ წარმატებებს მიაღწევს ცხოვრებაში და მოხარული ვიქნებით თუ ამაში ჩვენც დავეხმარებით და ხელს შევუწყობთ.
ნელი – დავითიანნზე
დავითიანნი არის ადგილი, სადაც ვერასდროს მოიწყენ, ადგილი სადაც ყოფნა გულს უხარია. აქ სულ ჟრიამულია და მუდამ საინტერესო საქმეში არიან ჩართულები ახალგაზრდები. მე პირადად, თავს ვგრძნობ ყოველთვის სახლში და ვხვდები, რომ გარშემო არიან ადამიანები, რომლებსაც უყვარხარ, გაფასებენ და რომლებსაც შეგიძლია უყოყმანოდ ენდო ნებისმიერ საქმეში. ჩვენ ყოველთვის ერთი გუნდი ვართ და ერთმანეთს ვაძლიერებთ. აქედან გამომდინარე, იყო დავითიანნელი ნიშნავს იყო მისაბაძი ახალგაზრდა, რომელიც ემსახურება კეთილ, მიზან მიმართულ და მნიშვნელოვან საქმეს. ეს საქმე კი შენგან საპასუხოდ მოითხოვს დიდ პასუხისმგებლობასა და შრომას. დავითიანნში გატარებული ყოველი დღის შემდეგ კი ხვდები, რომ შენ იზრდები, შენ ნაბიჯს დგამ აქტიური ცხოვრებისაკენ და კარს უღებ წარმატებას. დავითიანნი – ეს არის ადგილი, სადაც ნამდვილად სწავლობ საინტერესოდ ცხოვრებას.
Comments are closed.