2014 წლის აპრილიში გამოვლინდა დავითიანნის მცირე საგრანტო პროექტების კონკურსის გამარჯვებული 3 პროექტი:
- უსინათლოთა ინტეგრაცია ახალგაზრდებთან;
- კონკურსი “ჩვენ გვახსოვს”;
- ტრადიციული ხეზე კვეთა დევნილი ახალგაზრდების დასაქმებისთვის.
უსინათლოთა ინტეგრაცია ახალგაზრდებთან: პროექტი მოიზარებდა უსინათლოთა ჩართულობას სხვადასხვა აქტივობებში. პროექტი ქართული უნევერსიტეტის სტუდენტების დახმარებით ჩატარდა.
კონკურსი “ჩვენ გვახსოვს”: კონკურსი მიეძღვნა 2008 წლის ომში საქართველოს ერთიანობისთვის დარუპული ქართველი გმირების ხსოვნას.
ტრადიციული ხეზე კვეთა დევნილ ახალგაზრდების დასაქმებისთვის: წეროვანში მოქმედი ეს სახელოსნო განიცდიდა ხის მასალის დამუშავებისთვის აუცილებელი მასალისა და დანადგარების სიმწირეს, რაც თავის მხრივ აფერხებდა სასწავლო პროცესს. ტრადიციული ხეზე კვეთა ჩვენი ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ტრადიციაა. ხის მხატვრულ დამუშავებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს როგორც ქართულ საეკლესიო, ისე დეკორატიულ – გამოყენებით ხელოვნებაში. გამომდინარე აქედან, ამ დარგის გადარჩენა და გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ მოძრაობა დავითიანნის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა აღნიშნული სახელოსნო.
18 ნოემბერს მოძრაობა დავითიანნმა მოინახულა ტრადიციული ხეზე კვეთის სახელოსნო, სადაც დაახლოებით 15 მოსწავლე სწავლობს. მოსწავლეები ეუფლებიან ტრადიციული ხეზე კვეთის საწყის ხელობას. ხეზე კვეთის ოსტატი ზაზა გათენაშვილი წეროვანში დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს და მრავალი წელია ქართულ ტრადიციულ ავეჯს, სკივრებსა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს ამზადებს. ზაზა გათენაშვილს წეროვანში, საკუთარ სახლთან აქვს მოწყობილი სახელოსნო, სადაც 15 – მდე მოსწავლე მუშაობს და ეუფლება ტრადიციულ ცოდნას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ პროექტმა გაამართლა და წეროვანის დასახლებაში ძალიან ბევრს მოუნდა აღნნიშნული ხელობის შესწავლა.
ზაზა გათენაშვილი:
„ამ პროექტმა ძალიან წინ წაგვწია და დაგვეხმარა, შევიძინეთ საჭირო მასალა დადანადგარები. ამან გამოიწვია უფრო მეტი ბავშვის დაინტერესება და, მოძრაობა დავითიანნის დახმარების შედეგად, უფრო გაუმარტივდა ბავშვებს მუშაობა. ისინი ამზადებენ ძირითადად საყოფაცხოვრებო ნივთებსა და აქსესუარებს. ხშირად ვიღებთ გამოფენებში მონაწილეობას და ვემზადებით შემდგები გამოფენისთვისაც, ყოველდღიურად ვამატებთ ახალ ნივთებს და მზად ვართ ყველანაირად.
ასევე მინდა შევეხო იმ ფაქტს, რომ ბავშვების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ჩემს პატარა სახელოსნოში ფიზიკურად ვეღარ ხერხდება ყველა დაინტერესებული ბავშვის სწავლება და საჭიროა გაფართოება. მივმართეთ გემგეობას დახმარების თაობაზე და ველოდებით იანვრიდან ახალი ფართის გამოყოფასა და მატარიალურ დახმარებას. “
აჩი ჩიტიშვილი (სახელოსნოს მოსწავლე):
„დიდი ხანია რაც დავიწყე ამ ხელობის სწავლა და მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი გარემოა და გვაქვს ყველანაირი პირობა სამუშაოდ. გვაქვს საჭირო დანადგარებიც და ხის მასალაც. მე ძირთადად ზარდახშებს ვამზადებ და ძალიან მსიამოვნებს ამ საქმის კეთება. ეს ჩვენი ქართული ტრადიციაა და მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს.“
რატი ჩიტიშვილი (სახელოსნოს მოსწავლე):
„მე 8 გაკვეთილია რაც დავიწყე სწავლა, ძალიან სასიამოვნოა. ძალიან მამშვიდებს აქ მუშაობა და მსიამოვნებს. გვაქვს ყველანაირი პირობა იმისთვის, რომ ვისწავლოთ ეს ხელობა და მივიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა გმაოფენებშიც. აქტიურად ვემზადები თქვენს მიერ დაგეგმილი გმაოფენისთვისაც.“
საახალწლოდ მოძრაობა დავითიანნი გეგმავს აღნიშნული სახელოსნოს ბავშვებიისთვის გამოფენა-გაყიდვის მოწყობას თბილისში. ეს უფრო დაეხმარება სახელოსნოს და სახელოსნოს მოსწავლეებს, მიიღონ ნატერიალური შემოსავალი და სტიმული, რომ უფრო დიდი მონოდმებით გააგრძელონ მუშაობა. გამოფენის დასრულების შემდეგ, დევნილი ბავშვები თბილისის რამდენიმე პარკში დაკიდებენ ჩიტის ბუდეებს, რომლებსაც საკუთარი ინიციატივით ამზადებენ.
Comments are closed.