ვაცნობიერებთ რა როგორც თანამედროვე მსოფლიოში, ისე საქართველოში, ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მნიშვნელობას, რომელიც ადამიანის ფსიქო-სოციალური ფაქტორებიდან გამომდინარე ბევრი მიმართულებით ყურადღების გამახვილებას ითვალისწინებს და ღვთის ქმნილებას საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაში უწყობს ხელს, ჩვენი ინტერესის სფერო ახალგაზრდული მიმართულებით საქმიანობაა. აღნიშნული გამოიხატება – საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებში სხვადასხვა ღონისძიებებისა და აქტივობების საშუალებით ეროვნული, სულიერი, ინტელექტუალური, კულტურული, ფასეულობების განვითარებასა და პოპულარიზაციაში.