16 ივლისს, 16:00 საათზე საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნი”-ს ორგანიზებით გაიმართა კონკურსის “ლორე-ტაშირის ქართული ძეგლები” დასკვნითი ღონისძიება. კონკურსი მიზნად ისახავდა დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების შესწავლასა და მათ პოპულარიზაციას. აღნიშნული კონკურსი ჩატარდა 2012 წელს და მასში მონაწილეობა მიიღო 76-მა კონკურსანტმა. კონკურსის შედეგად გამოვლინდა 15 საუკეთესო ნაშრომი. კონკურსის პირველ, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს გადაეცათ ფულადი ჯილდო შესაბამისად 700, 500 და 300 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ღონისძიებაზე მოხდა მათი ნაშრომების წარდგენა.
დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები, სპეციალისტები, ხელოვნებათმცოდნეები, მონაწილეები და კონკურსში გამარჯვებულები.
Jul
17
Comments are closed.