კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართება 16-დან 24 ნოემბრის ჩათვლით. 48 გუნდიდან 16 საუკეთესო გამოვლინდება, რომელიც მეორე ეტაპზე გადავა და გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
———————-
შეგახსენებთ, რომ კონკურსი “წიგნის მეგობრები” დავითიანნისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. აღნიშნული პროექტი საქართველოს საპატრიარქოსა და კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის პატრონაჟით ხორციელდება.
საპილოტე კონკურსში მონაწილეობას იღებს 8 სკოლის ორი ასაკობრივი კატეგორია: V-VI და IX-X კლასები. მონაწილეები ზაფხულის განმავლობაში ემზადებოდნენ კონკურსისათვის და წაიკითხეს საკონკურსო ლიტერატურა.
კონკურსის გამარჯვებულები 15 დეკემბერს გამოვლინდება.
Comments are closed.