„დავითიანნის“ ერთ–ერთ მთავარ მიმართულებას დაფუძნებიდან წარმოადგენდა საგანმანათლებლო კურსი, რომელიც საკლუბო პროგრამის ძირითად ნაწილს შეადგენდა. აღნიშნული კურსი გულისხმობდა კატეხიზმოს (მართლმადიდებლური მოძღვრება), ძველი და ახალი აღთქმის სწავლებას სკოლებში.
საგანამანათლებლო პროგრამა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ვინაიდან სკოლებში რელიგია აღარ ისწავლებოდა და ამ კურსის საშუალებით ბავშვებს შეეძლოთ ესწავლათ საღვთისმეტყველო საგნები. სამწუხაროდ გარკვეულ მიზეზთა გამო საგანმანათლებლო კურსი დროებით შეჩერებული იყო. თუმცა უკვე რამდენიმე კვირაა რაც განახლდა.
დავითიანნის პრეზიდენტი კოტე სვანაძე აცხადებს, რომ „დავითიანნმა“ აქტიური
მუშაობა სწორედ ამ პროგრამით დაიწყო. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია,
რომ ეს კურსი განახლდა და ყველა მსურველს შეუძლია ისწავლოს.
აღნიშნულ საგანამანათლებლო პროგრამაში დასაწყისიდან დღემდე, ჩართულია თბილისის 100 სკოლა. „დავითიანნის“ საგანამანათლებლო კურსის ხელმძღვანელია ნიკოლოზ ცხომელიძე, რომელსაც კურსთან დაკავშირებით ვესაუბრეთ.
ნიკოლოზ ცხომელიძე: „ლექციები ტარდება ცოტა განსხვავებული სახით, ვიდრე ჩვეულებრივი გაკვეთილები. სპეციალურად შევქმენით ელექტრონული გაკვეთილები. დავადეთ ხმა, გავახმოვანეთ ბიბლიის ციტატებით და შევადგინეთ ფილმი, რომელიც აღსაქმელად უფრო მარტივია. ჩვენთან ისწავლებოდა კატეხიზმო, ძველი და ახალი აღთქმა. კურსი ამჟამად შემცირებულია, თუმცა წმინდა წერილის ყველაზე მნიშვნელოვან ადგილებს განვიხილავთ. ყველას ვისაც სურვილი აქვს შეუძლია მობრძანდეს ჩვენთან და ისწავლოს.“
ლექციები ტარდება კვირაში ერთხელ 1 საათით. კურსი განკუთვნილია მე–11, მე–12 კლასის მოსწავლეებისა და მრველისათვის. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თითოეული კურსის შემდეგ ბავშვები წერენ ტესტებს, საერთო ჯამში ვინც ყველაზე მაღალ ქულას დააგროვებს, მიიღებს პრიზს როგორიცაა მაგ. 3 დღიანი მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში. კონკურსი ტარდება მხოლოდ მოსწავლეებში.
იმისათვის, რომ გაგვეგო რას ფიქრობენ თავად მოსწავლეები ამ საგანმანათლებლო კურსზე, გავესაუბრეთ რამდენიმე მათგანს.
ზურა შუბითიძე (კერძო სკოლა „ლილე“–ს მოსწავლე) – „სკოლიდან რამდენიმე მეგობარმა ერთად დავიწყეთ სიარული. თავიდან მოვედი, რომ გამეგო როგორი იქნებოდა ლექციები. მერე
დამაინტერესა და სარწმუნოებაზე ბევრი რამ ვისწავლე. უკვე 3 წელია რაც აქ დავდივარ. ამჟამად ახალ აღთქმას ვსწავლობ.“
ვერიკო ბაზალი (52-ე სკოლის მოსწავლე) – „ამ ლექციების შესახებ მეგობრისგან
გავიგე. „დავითიანნი“ არის ჩემი მეორე სახლი, სადაც ვსწავლობ, ბევრი ადამიანი
გავიცანი. კურსზე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, რომელიც ცხოვრებაშიც გამომადგება და უკვე გამომადგა. აუცილებელია ნებისმიერმა ადამიანმა იცოდეს ბიბლია.“
გიორგი ხაჩიძე (174-ს სკოლის მოსწავლე) – „ამ კურსის შესახებ სკოლიდან გავიგე. პირველ ლექციას, რომ დავესწარი ძალიან დავინტერესდი. ვთვლი, რომ ნამდვილად დიდი ცოდნა შევიძინე და ვისწავლე ის, რაც აქამდე არ ვიცოდი.”
და ბოლოს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თითოეული კურსი მოიცავს
სამკვირიან უფასო ლექცია–სემინარებს. სასწავლო პროცესი წარიმართება შ.რუსთაველის ქ. №21–ში კურსებზე რეგისტრაციისთვის დარეკეთ ნომრებზე: 2 24–45–13 ან 599 88–59–89.
Comments are closed.