დღეს, თამარ მეფის ხსენების დღეს, ახალგაზრდულმა მოძრაობა დავითიანნმა, წევრი მანდილოსნების ინიციატივით, „თამარის სადროშე“ დააფუძნა. სადროშეს მთავარი მიზანი ქველმოქმედებაა.
მოეწყო თამარობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მსვლელობა, შოთა რუსთაველის ძეგლიდან რიყის პარკამდე, რომელიც ახალგაზრდების შემოქმედებითი საღამოთი დასრულდა. სადროშეს წევრებმა მოსახლეობას თამარობა მიულოცეს და წმინდა თამარ მეფის ხატები აჩუქეს.
რიყის ამფითეატრში მოწყობილ კონცერტში მონაწილეობას იღებდა: დავითიანნთან არსებული ლიტერატურული კლუბი „დალკი“, სხვადასხვა ხალხური სიმღერებისა და ცეკვის ჯგუფები. დღევანდელმა დღემ ნამდვილად სასიამოვნოდ და ხალისიანად ჩაიარა.
Comments are closed.