3 დეკემბერს, დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრის ორგანიზებით, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა კონფერენცია თემაზე – „ძალადობა და ძალადობის პრევენცია“. კონფერენციაზე განხილული იყო საქართველოში აქტუალური და პრობლემატიკური თემები:
- ძალადობა გენდერული ნიშნით;
- ფსიქოლოგიური ძალადობა ოჯახში;
- ბავშვთა მიმართ ძალადობა;
- ძალადობის სხვადასხვა გამოხატულება;
კონფერენციაზე მომხსნებლები შეირჩნენ კონკურსის წესით. სულ მონაწილეობა მიიღო 13 – მა ავტომა და ისაუბრა ზემოთ აღნიშნულ თემებზე. მონაწილეებს გადაეცათ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი. პირველ სამ ადგილზე გასულ მონაწილეს კი საჩუქრები როგორც ფსიქოლოგიის ცენტრისგან, ასევე პარტნიორი ორგანიზაციებისგან.
საქართველოში არსებულ პრობლემების ფონზე, ფსიქოლოგიის ცენტრი ხშირად ატარებს მსგავსი შინაარსის შეხვედრებს და მომვალშიც იგეგმება მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება და ახალგაზრდებიში დაინტერესების გაზრდა ისეთ თემებზე, როგორიცაა ძალადობა და ძალადობის პრევენცია.
ნინო კერესელიძე – დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი
“კონფერენცია შეეხება ძალადობას და ძალადობის პრევენციას, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო თემების გადმოგზავნა. გამარჯვებულები გამოავლინა ფსიქოლოგებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ მარინა კაჭარავას თავჯდომარეობით. სულ შემოვიდა 60 მდე თემა და დღეს პრეზენტაციაზე მოვიწვიეთ 13 ავტორი. მათგან პირველი ადგილის მფლობელს გადაეცა ქინდლი, 150ლარიანი წიგნების ვაუჩერი და „ხელწერის ფსიქოლოგიაზე“ დასასწრების ვაუჩერი. ასევე ერთწლიანი 50%-იანი ფასდაკლების ბარათი ჩვენს ცენტრში, ნებისმიერ ტრენინგზე. ავტორთა ნაშრომები გამოიცა ერთ წიგნად სახელწოდებით „ძალადობა და ძალადობის პრევენცია“. კონფერენციის მიზანია, ვიმსჯელოთ პრევენციის გზებზე, საზოგადოების ნებისმიერმა წარმომადგენემა შეძლოს თავისი აზრის ღიად დაფიქსირება. “
Comments are closed.