ესტონეთი, რუმინეთი, უკრაინა, ლატვია, მოლდოვა – ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომელთა წარმომადგენლებიც დავითიანნს გაცნობითი სახის ვიზიტით ესტუმრნენ. მათი უმრავლესობა თავის ქვეყნებში, სხვადასხვა ახალგაზრდულ ორგანიზაციებში მუშაობენ. საქართველოში კი, მათი მასპინძელი ახალგაზრდა ლიდერთა კლუბია. ღონისძება სამ ეტაპად ჩატარდა. თავდაპირველად „დავითიანნის“ თანამშრომლებმა უცხოელ ახალგაზრდებს ორგანიზაციის სხვადასხვა მიმართულებებისა და პრიოტიტეტების შესახებ მომზადებული სპეციალური პრეზენტაცია უჩვენეს, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებებისა და მნიშვნელოვანი მოვლენების ჩამონათვალსაც შეიცავდა. მეორე ეტაპი კითხვა-პასუხსა და გამოცდილების ურთიერთგაცვლას მოიცავდა. ევროპული ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ძირითადად ფუნქციონალური ნიუანსებით და ორგანიზაციის ფასეულობრივი სისტემით დაინტერესდნენ. აქტუალურ კითხვებს შორის იყო დაფინანსების, ახალგაზრდების მოტივაციისა და კონტაქტის საშუალებების გამოყენების საკითხები. უცხოელმა კოლეგებმა კმაყოფილება გამოთქვეს იმ ფაქტთან დაკავშირებითაც, რომ ყველა ღონისძიება უსასყიდლოდ ტარდება და ყველა ხარჯს თავად ორგანიზაცია ფარავს. მესამე ეტაპმა განსაკუთრებით სასიამოვნო და მხიარულ ატმოსფეროში ჩაიარა – სტუმრებმა „დავითიანნის“ ხის სათამაშოების საწარმო მოინახულეს და გაეცნენ მათი დამზადების მეთოდებს. შეხვედრის დასასრულს ორივე მხარემ კმაყოფილება გამოთქვა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დააფიქსირა.
Comments are closed.