8 ნომბერს მოძრაობა დავითიანნის კულტურილი მემკვიდრეობის კომიტეტმა დევნილ ბავშვებს ერთი ბედნიერი და დასამახსოვრებელი დღე აჩუქა. წეროვანში მცხოვრებ 50 წარჩინებულ მოსწავლეს მიეცა საშუალება, დედაქალაქის ისტორიული ძეგლების მონახულებისა.
ექსკურსიის მარშუტი მოიცავდა: მამა-დავითის ეკლესიას, ნარიყალას, მეტეხის ტაძარს, ევროპის მოედანსა და სამების საკატედრო ტაძარს. ორგანიზატორებმა იზრუნეს იმაზეც, რომ ექსკურსია შემეცნებითი ხასიათის ყოფილიყო და უზრუნველყვეს თითოეულ მარშუტზე სრული და საინტერესო ინფორმაცია მიეწოდებინათ მოსწავლეებისთვის აღნიშნული ძეგლების შესახებ. მოსწავლეებმა წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები, გვაჩვენეს დაუვიწყარი სანახაობა, ევროპის მოედანზე შეასრულეს ცეკვა და სიმღერები სალამურის და ფანდურის თანხლებით, რითაც აღაფრთოვანეს როგორც ჩვენი თანამოქალაქეები, ასევე უცხოელი ტურისტები. მოსწავლეებს გულითადად გაუმასპინძლდა სამების საკათედრო ტერიტორიაზე არსებული კაფე „ლაღიძის წყლები“, რისთვისაც
ვუხდით დიდ მადლობას მის ადმინისტრაციას. ექსკურსიის დასასრულს ბავშვები დაესწრნენ სამების საკათედრო ტაძარში უწმინდესის და უნეტარესის დალოცვას. ეს დღე დასამახსოვრებელი და საინტერესო აღმოჩნდა, როგორც პროექტის ორგანიზატორების, ასევე წეროვანის მოსწავლეებისთვის.
Comments are closed.