ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ 27 სექტემბერს იმყოფებოდა კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში; სტუმრად მიშა გიორგაძესთან, სადაც ახალგაზრდა დავითიანნელებმა მონაწილეობა მიიღეს რთველის პროცესში. რთველის პროცედურებში აგრეთვე მონაწილეობდნენ და ფირზე აღბეჭდავდნენ უკრაინელი ჟურნალისტები. დავითიანნელებმა მოინახულეს XVI საუკუნის ველისციხის მარან-მუზეუმი „ნუმისი“, გაეცნნენ ქართული ღვინის სახეობებსა და ღვინის დაწურვის მეთოდებს, ასევე მასპინძელთან ერთად უკრაინელ სტუმრებს გააცნეს ქართული კულტურის ტრადიცია და ადათ-წესები.
Oct
09
Comments are closed.