დავითიანნის საიტზე მიმდინარეობდა გამოკითხვა, რომელშიც 200-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხვა მიზნად ისახავდა გამოევლინა ყველაზე ყურებადი ქართული ტელეარხი.
ლიდერობა არავის დაუთმო რუსთავი 2-მა, რომელმაც ხმების 39,62% მოიპოვა. მას მოსდევს იმედი და მაესტრო . მათ შორის განსხვავება მხოლოდ 1 ხმაშია. 9,91%-ით ერთსულოვნება მეოთხე ადგილზე გავიდა. შემდეგ არის უკვე GDS 5.19%-ით, კომედი არხი 4,72%-ით, TV 9 2,83%-ით და ობიექტივი 1,89%-ით.
მართალია გამოკითხულთა რაოდენობა არც ისე დიდია იმისათვის, რომ ზოგად სურათზე შეგვიქმნას წარმოდგენა, მაგრამ სტატისტიკა მაინც საინტერესოა. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში მოხვდა ისეთი არხები, რომლებიც არცთუ ისე დიდი ხანია რაც შეიქმნა.
Jul
11
Comments are closed.