29 ივნისს თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში დავითიანნისა და ინტელექტუალური კლუბის ,,წიგნის მეგობრების” ორგანიზებით წიგნის კითხვისადმი მიძღვნილი მორიგი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დაესწრო.
შაბათი დღე მიეძღვნა გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებას. მოწვეულ სტუმართა შორის იყო მხატვარი და მწერალი რეზო ემილიანე ადამია. თავდაპირველად ჩატარდა ლიტერატურული კონკურსი ახალგაზრდებს შორის. კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლო. ამის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებულები. მათ საჩუქრად გადაეცათ მაღაზიათა ქსელი ,,ბიბლუსის” წიგნები, ხოლო საზოგადოებრივი რადიო, FM 102.4, გამარჯვებულს საშუალებას მისცემს ჩაწეროს გალაკტიონის ერთ–ერთი ლექსი. აუდიო ჩანაწერი კი, რადიო ეთერში იტრიალებს .
კონკურსის დასრულებისთანავე,ბიბლიის მეოთხე თავის წაკითხვის შემდეგ, ახალგაზრდებმა გალაქტიონ ტაბიძის შემოქმედება განიხილეს. უწმინდესმა ბევრი ისაუბრა გალაქტიონის შესახებ და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ამბავიც გაიხსენა.
Comments are closed.