Psychology Center of Davitianni

16 ნოემბერს, ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრის ორგანიზებით, დაიწყო მასტერკლასების სერია – „კლინიკური შემთხვევების განხილვა“, რომელიც ჩატარდება ყოველ კვირა დღეს, მომდევნო 4 კვირის განმავლობაში 13:00 საათზე. პირველ შეხვედრაზე მოწვეული სპეციალისტი ბრძანდებოდა თეა გოგოტიშვილი. შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, სადაც მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა გაეგოთ უფრო მეტი მათთვის საინტერესო თემებზე . როგორც ქალბატონმა თეამ აღნიშნა, იგი პოზიტიურად უყურებს დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრის მოღვაწეობას. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ცენტრის ხელმძღვანელის აქტიურობაზე, რაც გამოიხატება რეგულარულად ჩატარებულ საინტერესო სემინარებში, რომელიც სტუდენტებსა და ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, მოისმინონ და გაიზიარონ რიგ საკითხებში წარმატებული ადამიანების ცოდნა და გამოცდილება, რაც არსებითი და ყველა პროფესიისთვის საჭიროა. გთავაზობთ ფსიქოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის, ნინო კერესელიძის კომენტარს აღნიშნულ მასტერკლასებთან დაკავშირებით:

ნინო კერესელიძე „დავითიანნის დსიქოლოგიის ცენტრი იწყებს ახალ პროექტს, რომელიც საინტერესო იქნება როგორც ფსიქოლოგიით დაინტერესებული პირებისთვის, ასევე ფსიქოლოგებისთვისაც. მნიშვნელოვანია მოვისმინოთ პრაქტიკული ჩვევები ისეთი წამყვანი სპეციალისტებისგან, როგორიც პროექტში ჩართულნი არიან. თითოეული ლექტორი განიხილავს მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან ქეისებს, რომელზეც მოეწყობა დისკუსია და თითოეულ დამსწრეს ექნება საშუალება დასხვას კითხვები და ამომწურავად მიიღოს ინფორმაცია“.