Description “დიპლომატიური დღეების” ფარგლებში გაიმართება ამ წლის ბოლო ღონისძიება თემაზე ” დიპლომატიური ეტიკეტი”, რომელსაც წაიკითხავს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე თენგიზ ფხალაძე. ლექცია იქნება ისეთ საინტერესო თემებზე როგორიცაა: ოფიციალური და საქმიანი ურთიერთობების ეტიკეტი, ჩაცმულობა. Dress-code, white tie, black tie, business, business casual, smart casual, casual. ყოველდღიური და სადღესასწაულო (სარიტუალო) გარდერობი, მოლაპარაკებებისა და დელეგაციების მიღება. დახვედრა-გაცილება
დავითიანნთან არსებული კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის მიზანია,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და მისი მნიშვნელობის წარმოჩენა ახალგაზრდებში,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება ამ კუთხით; ასევე ახლგაზრდების ჩართვა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში.აღნიშნული კომიტეტი ახორციელებს პროექტებს ქალაქებსა და რეგიონებში. აუცილებელი მოთხოვნები: • აპლიკაციის შემოტანა შეუძლიათ 17 დან 25 წლამდე ახალგაზრდებს • უნდა იყოს მოტივირებული • გააჩნდეს ინტერესი თემის მიმართ […]
7 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, კონკურსი „წიგნის მეგობრების“ ფინალური ეტაპი გაიმართა. “წიგნის მეგობრები 2013 “- ის გამარჯვებული რუსთავის N11 საჯარო სკოლა გახდა ორივე ასაკობრივი კატეგორიით. გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ საგზური ფშავ-ხევსურეთში და სხვა სამახსოვრო პრიზები.
სამშაბათს, 10 დეკემბერს 15:00სთ-ზე გაიმართება „საბერძნეთის დიპლომატიის დღე“ საუბარი იქნება საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებულ დიპლომატიურ ურთიერთობებზე და გაცვლით პროგრამებზე.
8 დეკემბერს 4 საათზე კინოკლუბში გადის ფილმი ” ფორსაჟი 6 ” . ფილმი აირჩა პოლ ვოლკერის ხსოვნის საპატივცემულოდ. “მზესუმზირას” ესტუმრებიან: რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის დირექტორი- მევლუდ მელაძე, ევროპის მოქმედი ჩემპიონი დათა ქაჯაია და ” ფორმულა ალფას ” ჩემპიონი ლაშა ნადარეიშვილი.
შაბათი. 7 დეკემბერი. 18:00 საათი. თეატრალური უნივერსიტეტის სასწავლო სცენა (რუსთაველის 19). „The Doors of Eternity“ „მარადისობის კარიბჭე“ საღამო ეძღვნება ჯი მორისონის დაბადებიდან 70 წლისთავს
პარასკევს, 6 დეკემბერს, 18:00 საათზე, დავითიანნის ლიტერატურული კლუბი „დალკი“ გიწვევთ პოეზიის საღამოზე მონაწილეობას მიიღებენ ჯერ უცნობი, დამწყები პოეტები ნათია სისვაძე გიორგი ლაშქარაშვილი თაკო არაბული რამაზ წულაია მარიამ ბასილაია საღამოს მუსიკალურად გააფორმებს თაზო ბალაშვილი გელოდებით ყველას რუსთაველის 21 ნომერში დასწრება თავისუფალია
ღონისძიება ჩატარდება კვირას, 8 დეკემბერს 14:00სთ–ზე. საუბარი იქნება გაეროს 2015 წლის შემდგომი განვითარების პრიორიტეტებზე. ლექციას ჩაატარებს გაეროს განვითარების პროგრამის ახალგაზრდული საკითხების კოორდინატორი – ხათუნა სანდროშვილი. ლექცია წარიმართება დისკუსიის რეჟიმში. – – – – – – – – – – – მის. რუსთაველის N21 მე–3 სართული მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია:
გაცნობებთ, რომ ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნისა“ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ტარდება ლიტერატურული კონკურსი „წიგნის მეგობრები“ სკოლის მოსწავლეებისთვის. აღნიშნული პროექტი საქართველოს საპატრიარქოსა და კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის პატრონაჟით ხორციელდება. კონკურსი ჩატარდება წელიწადში ერთხელ. როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ კონკურსში;
კვირას 1 დეკემბერს 4 საათზე კინოკლუბში “მზესუმზირა” ნაჩვენები იქნება ფილმი ” ფილადელფია” . 1 დეკემბერი გახლავთ შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე და ფილმიც შესაბამისი თემატიკის არის. ფილმის შემდეგ მოხდება განხილვა მოწვეულ ექიმებთან სოფიო ნემსაძესთან და ალექსანდრე გოგინავასთან ერთად. დასწრება თავისუფალია მის. რუსთაველის N21 მე–3 სართ.