კონტაქტი +995 (32) 2-144-177
მუშაობის საათები ორშ -პარ 8.00 - 18.00

ლიტერატურული საღამოები დაბრუნდა!

პარასკევის ლიტერატურული საღამოები დაბრუნდა ! ყოველ პარასკევს 18:30სთ-ზე გელოდებით რუსთაველის N 21-ში. საღამოში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ახალგაზრდა დამწყები პოეტები, ასევე “დალკის” წევრები. საღამოებში მონაწილეობის მსურველებმა გამოგზავნეთ მაქსიმუმ 3 ლექსი მისამართზე: dalkilitsagamo@yahoo.com

ტოლსტოი

“არ არის სამარცხვინო და საზიანო არცოდნა, ყველაფრის ცოდნა არავის შეუძლია…სამარცხვინო და საზიანოა თავის მოჩვენება, რომ იცი ის, რაც არ იცი.” ტოლსტოი

ლუკა მგალობლიშვილი – ერთგული დავითიანნელი

ლუკა მგალობლიშვილი – ერთგული დავითიანნელი ლუკა დავითიანნში სკოლიდან მოხვდა. ის საკლუბო პროექტის ერთ -ერთი აქტიური წევრი გახლავთ. აღნიშნული პროექტისთვის სკოლამ 2 საუკეთესო ბავშვი შეარჩია და მათ შორის მოხვდა ლუკაც. ის ამავე დროს სკოლის თვითმმართველობის პრეზიდენტია და აქტიურადაა ჩართული სასკოლო საქმეებში. ლუკა ძალიან ჭკვიანი და ენერგიული ბავშვია. გამოირჩევა ნოვატორული იდეებით. ის არის მხიარული, მეგობრული და კეთილი. […]

ახალგაზრდულ პრობლემათა შესწავლისა და რეაგირების კომიტეტი

ახალგაზრდულ მოძრაობა დავითიანნთან არსებულ ახალგაზრდული პრობლემების შემსწავლელ და რეაგირების კომიტეტში იწყება წევრების მიღება. კომიტეტის მიზნებია: • ახალგაზრდებისთვის(სტუდენტებისთვის) აქტუალური პრობლემების შესწავლა და რეაგირება. • სტუდენტის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა. • ახალგაზრდების მეტი ჩართულობა საზოგადოებრივ პროცესებში. • ახალგაზრდული ინიციატივით სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა. მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმაhttps://docs.google.com/forms/d/1CID3eBMJyEclTwaRteQUNgK6LqpLZY0-QjTEWSFXUYE/viewform?edit_requested=true&pli=1

„დავითის სადროშე“

„დავითის სადროშე“-მ დევიზიდან გამომდინარე „ღმერთი, სამშლობო, ადამიანი“ რიგით მეორე ღონისძიება განახორციელა. 7 აპრილს სადროშეს წევრებმა მოინახულეს ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიის მსაჯვრდებულები, მიულოცეს ხარების ბრწყინვალე დღეესასწაული და საჩუქრად გადასცეს დავითიანნის ხატები. მსჯავრდებულებთან ერთად, გამართეს ამხანაგური მატჩი რაგბში, რითაც თანატოლებს ცხოვრების კიდევ ერთ დღე გაუხალისეს. „დავითის სადროშეს“ წევრებმა ასევე დაასუფთავეს საპატრიარქოს კრწანისის ტყე-პარკი, მიიღეს მონაწილეობა შემეცნებით სპორტულ ღონისძიებებში, […]

„დავითის სადროშე“

2013 წლის 31 მარტს დავითიანნის სარაგბო კლუბის მოთამაშეების ბაზაზე დაარსდა „დავითის სადროშე,“ რომელიც მოქმედებს „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“- ის (როგორც ამას ბრძანებს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II) მსახურების, ერთგულებისა და დაცვის პრინციპით . „დავითის სადროშეს“ პირველი ღონისძიების ფარგლებში სადროშეს წევრებმა მიიღეს მონაწილეობა საგურამოს წმ. გიორგის სახელობის ტაძრის გახსნის ცერემონიაში, გაეცნენ ზედაზენის მონასტრის ისტორიას, არქიტექტურას, წმ. იოანე […]

ტრენინგი "სტუდენტური უფლებები."

29 მარტს, დავითანნის ახალგაზრდულ პრობლემათა შემსწავლელი ჯგუფის ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით : “სტუდენტური უფლებები.” აღნიშნულ ტრენინგზე მოხდა სტუდენტური უფლებებისა და ვალდებულებების გაცნობა, თუ როგორ ხდება მათი სამართლებრივი რეგულირება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ტრენინგმა წარმატებით ჩაიარა და რაც მთავარია მონაწილეები კმაყოფილნი დარჩნენ მიღებული ინფორმაციით. ყველა მონაწილეს მადლობას ვუხდით ტრენინგში მონაწილეობისთვის, ასეთი დიდი ინტერესისა და აქტიურობისთვის.

წყლის დაცვის საერთაშორისო დღე

22 მარტს დავითიანნმა წყლის დაცვის დღესთან დაკავშირებით აქცია მოაწყო და ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია შესაბამისი თემატურობით მოხატა. აქციაში დავითიანნის წევრებთან ერთად, სამხატვრო აკადემიის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. აქცია დავითიანნთან არსებული გარემოს დაცვის კომიტეტის ორგანიზებით ჩატარდა

დავით მარსაგიშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

დავით მარსაგიშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა 22 მარტს, სპორტის სასახლეში მიმდინარე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი დავით მარსაგიშვილი (84 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა. ქართველმა ფალავანმა მთელი შეჯიბრება დამაჯერებლად ჩაატარა, ფინალური შეხვედრა კი სომხეთის ნაკრების წევრს მუსა მურთაზალიევს 2:0, 2:0 მოუგო და ოქროს მედალი დამსახურებულად მოიპოვა. გიორგიმ ფინალში სომხეთის ნაკრების წევრს დამაჯერებლად, […]

ელიას მთა, წმინდა სამების საკათედრო ტაძარი

ორშ -პარ 8.00 – 18.00

სასარგებლო ბმულები

ჩვენ შესახებ

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა დავითიანნი 2007 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II დააფუძნა

 

თვითონ სახელი “დავითიანნი” დაკავშირებულია ორი უდიდესი მეფის მეფე დავით აღმაშენებლისა და დავით მეფსალმუნის სახელთან.